როგორი ქალები არიან ზოდიაქოს ნიშნები? - „არსებობენ ტიპური და არატიპური ნიშნები, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნებით“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ვერძი
საქმიანი ქალია, მუდამ მოძრაობაშია. ხასიათით ნამდვილი კახელია. ურთიერთობაში ლიდერია, ის წყვეტს კაცთან ყველა საქმეს. სამი საათი სძინავთ და ეგრევე ზე-ენერგიულები არიან.
კურო
ელეგანტურობის ნიშანია, მისთვის მნიშვნელოვანია სურნელი. სისუფთავე, წესრიგი და კომფორტია მისი ცხოვრების კრედო. ერთგულების სიმბოლოა. ფინანსური გენიოსი.
ტყუპი
ოპტიმიზმი, მხიარული, იუმორი, ტაშ-ფანდური, სიმარტივე და სიმსუბუქე. ამასთან ვერ მოიწყენ, ორმეტრნახევრიანი. სულ ჭიკჭიკებს. არის მსუბუქი. ინფორმაციული სფეროა მისი ძლიერი მხარე. უყვარს ფლირტი, ეს მისი კრედოა.
კირჩხიბი
გინდათ კარგი საქმეები სახლში - ან დიასახლისი და მზარეული? ყველაზე ემოციური და ინტუიციურია.
ლომი
როგორ გადმოდის მანქანიდან, როგორ შემოდიან სახლში. იმპერატორებთან გაქვთ საქმე და დედოფლებთან. ლომი ქალი თეატრი და შოუა. ყველაზე თავდადებული ნიშანია.
ქალწული
სისუფთავე და წესრიგი აინტერესებს. პედანტია ძალიან, დისციპლინა და შრომა. ერთგულების და ტრადიციულობის სიმბოლოა. სახლი მუდამ იქნება ბზრიალა.
სასწორი
ელეგანტური, ეთიკურები. როგორ ზის ადამიანი, ყველაფერს ყურადღებას აქცევენ. კარგი დიზაინერები არიან, აქვს საოცარი ხედვა. სამართლიანია. გაორებული და მერყევია, პარტნიორი ხან მოსწონს ხან არა.
მორიელი
ყველაზე მიმზიდველი, არნახულად ლამაზი. უმრავლეს შემთხვევაში ცისფერ-ლურჯი თვალები აქვთ. რენტგენის სხივებივით გიყურებს. ზე-ინტუიციური ნიშანი, უყვარს ძლიერ კაცებთან ურთიერთობა. ცოტა ტოქსიკურია.
მშვილდოსანი
თუ რამე აწყენინეთ, არ გაგიტარებთ. სარკასტული, გესლიანი ენით გიპასუხებთ. ბუნებით კეთილშობილია, მზად არის დახმარება გაგიწიოთ. მხიარულია ძალიან.
თხის რქა
უყვარს სერიოზულობა. გრძნობებს არ გამოავლენს, როგორ ლომი, რომელიც შოუს მოგიწყობთ. ზე-მშრომელი, ბავშვები მოვლილები იქნებიან. ზაფხულში იმაზე ფიქრობს, ზამტარში კომპოტები რომ სჭირდება. მე ამ ტიპს, რკინა-ბეტონს ვუწოდებ.
მერწყული
ეს არის ყველაზე შეუცნობელი ქალი. ორი ტიპისაა, თავისუფლების მოყვარეა. არ უყვარს ზედმეტი კონტროლი, შეაწუხებს. ძალიან ინტუიციურია და ეძებს მუდამ სიახლეს.
თევზები
ყველაზე გულმოწყალე, ყველაზე ადამიანური, ყველაზე ნერვიულობს და განიცდის. ელეგანტური და რელიგიური ქალია. ხასიათით ძალიან რბილები არიან. ყველაზე დიდი ქველმოქმედები არიან. არნახული პლასტიკის მქონე მოცეკვავეები დგებიან, ხმას თუ აუწევ მათთან, ცრემლებსაც ვერ შეიკავებენ.