Digest Logo

🎥 „პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას...“ - 26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1732601418
ნინა სუსლოვა

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა  მშვიდობისა საქართველო“ 26 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი საქმის დაწყება მიზანშეწონილი არ არის:

ვერძი

ქაოაური დღე გელოდებათ, იმ შემთხვევაში თუ საკუთარ თავს ხელში არ აიყვანთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. სასურველი მიზნის მისაღწევად მაქსიმალური სიმშვიდე და დაკვირვებული ნაბიჯები გჭირდებათ. სასურველი არ არის პირობის მიცემა.

კურო

დაძაბულ დღე გელოდებათ. ის ადამიანები, რომლებიც რაღაცას დაგპირდნენ, მის შესრულებას ვერ მოახერხებენ. დღის მეორე ნახევარი წარმატებულია და თავს შესანიშნავად გაართმევთ საქმეებს, რომლებიც დაგიგროვდათ.

ტყუპები

დღე არ იქნება დიდად სასიამოვნო და დადებითი. გექნებათ ქაოსური მოვლენები და მნიშვნელოვანი საქმეები. არ აჰყვეთ ემოციებს. კარგი იქნება თუ თქვენს მეორე ნახევარს საჩუქარს გაუკეთებთ.

კირჩხიბი

საინტერესო დღე გელოდებათ. ბევრ რაღაცას მარტივად გაართმევთ თავს. გარდა ამისა, იცით რა გსურთ და როგორ მიხვიდეთ სასურველ მიზნამდე. შესაბამისად კარგი იქნება თუ იმოქმედებთ და დღეს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენებთ.

ლომი

ორიენტირდით იმ დეტალებზე, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით. პატარა შეცდომამ შესაძლოა დიდი პრობლება წარმოშვას და მისი გამოსწორებისთვის ხანგრძლივი დრო დაგჭირდეთ. ეცადეთ მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ და თქვენი გეგმები სხვას არ გაუმხილოთ.

ქალწული

დღევანდელ დღეს დაგჭირდებათ დიდი კონცენტრაცია. შესაძლოა მოგიწიოთ იმ საქმეებთან დაბრუნება, რომელთა დასრულებაც ვერ მოახერხეთ. შესაძლოა უთანხმოება გქონდეთ მეორე ნახევართან, მიზეზი კი ეჭვიანობა იყოს. ეცადეთ მაქსიმალური გულახდილობა გამოიჩინოთ მასთან.

სასწორი

ეს დღე დიდად დადებითი არ იქნება, თუმცა არც სერიოზულ პრობლემებს უნდა ელოდოთ. დიდი ყურადღება სჭირდება ოჯახს, ეცადეთ მათთან სწორი კომუნიკაცია გქონდეთ. მოუსმინეთ და გაიარეთ მათი ინტერესები. სამომავლო გეგმების განხილვა სასურველი არ არის.

მორიელი

საკმაოდ დადებითი დღე გელოდებათ. ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. გაითვალისწინეთ, რომ დიდი ყურადღება არ მიაქციოთ სხვების რჩევებს, რადგან შესაძლოა ხელის შემშლელი აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

დღეს ზედმეტად ეგოისტურად იქცევით და ირგვლივ მყოფებს არ ითვალისწინებთ. იყავით მეტად ლოიალურები, გაუგეთ და გაითვალისწინეთ ახლობლები. ამით კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ.

თხის რქა

დღე საკმაოდ კარგია ურთიერთობებისთვის. შესაძლოა გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებზეც შთაბეჭდილების მოხდენა არ გაგიჭირდებათ. ეცადეთ დღე სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენოთ.

მერწყული

საინტერესო დღე გელოდებათ. შესაძლოა ბოდიში მოგიხადოთ იმ ადამიანებმა, რომლებმაც უახლოეს წარსულში გაწყენინეს. ბევრი ურთიერთობა გამოსწორდება და აღდგება, მათ შორის რომანტიკული.

თევზები

სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. სათანადოდ გამოიყენეთ დღე, კარგად დაფიქრდით რას აკეთებთ. შესაძლოა ახლობლებმა დახმარება გთხოვონ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვუყურებ ჩემ წინ დგას კაცი, რომელსაც ხუთი ტყვია მოხვდა...“ - რას წერს თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი?

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში