Digest Logo

„პერიოდი დადებითია კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ...“ - 18 თებერვლის ასტროპროგნოზი ბესო ბეციაშვილისგან

1771409850
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 18 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:

„18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, 2026 წელი.

მთვარის მე-2 დღე (5:00-9:00)

სიმბოლური შესატყვისება: ვერძის მე-13 და 24-ე გრადუსები

სიმბოლო: გზა, პირი

მოქმედება: მოთხოვნილება

სახელწოდება: დიდი თევზი, ყბა.

მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს “ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუჩვენება აქვს ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.

მისტიკური ზეგავლენა:

ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფვიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.

დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.

მედიტაცია:

მოხმარების პროცესი.

17.02-ის 18:09 საათიდან მთვარე იმყოფება თევზების ზოდიაქოში 19.02-ის 23:39 სთ-მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. სუსტად დადებითი დღეები ექნება კუროს და თხის რქის ნიშნებს.

საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება ლომის და სასწორის ზოდიაქოს. თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია. დადებითია აღნიშნული დღეები მერწყულის ნიშნისთვის. კრიტიკულია ეს დღეები ტყუპების და მშვილდოსნის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 18 თებერვალი სუსტად დადებითი დღე იქნება“, - წერს ბესო ბეციაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დღე არ არის შესაფერისი მკურნალობისთვის, განსაკუთრებით თუ ექიმი საპირისპირო სქესისაა“ - ეკა კვარაცხელია 19 და 20 თებერვლის ენერგიებზე

„დღე იდეალურია ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, მსხვილი შენაძენებისთვის“ - 18 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

„რაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მოხდება, იქნება პროგრამის წერა და ენერგეტიკულ ფონს შექმნის მომავალი 6 თვის მანძილზე“ - ხატია ბედოშვილი