
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა სატურნის თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე:
„2025 წლის გაზაფხულზე, მაისის ბოლოს, სატურნმა დატოვა თევზების ზოდიაქო და ვერძში გადავიდა (ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მე, რა თქმა უნდა, მიწერია ამის შესახებ სტატია), მაგრამ უკვე ივლისის შუა რიცხვებში სატურნი რეტროგრადული გახდა და უკუსვლით დაიწყო მოძრაობა, ისევ თევზების მიმართულებით.
ნოემბერში კვლავ დირექტიულ სვლაზე გადავა და უკან გამოივლის იმ 5 ნახევარ გრადუსს, რომლამდეც მოახერხა მან რეტროგრადულობის გამო ჩაღწევა.
საბოლოოდ, სატურნი ვერძს 2026 წლის 14 თებერვალს მოადგება, გადავა ამ ზოდიაქოში და 2028 წლის გაზაფხულამდე იქ იმოძრავებს, მაგრამ ჩვენთვის ახლა ის შედარებით მოკლე დროის მონაკვეთია საინტერესო, რომელსაც უკუსვლით მოძრავი სატურნი თევზებში გაატარებს. ანუ 1.09-დან 23 ნოემბრამდე.
აქედანვე ვიტყვი, რომ პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება თევზების 26-30 გრადუსებზე დაბადებული ადამიანებისათვის. უფრო კონკრეტულად კი მათთვის, ვინც მარტის 15-20 რიცხვებშია დაბადებული. ასევე მათთვის, ვისაც აქ გრადუსებზე ასცენდენტი, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი ან თვითონ სატურნი ჰყავთ. ამის გასარკვევად პირადი რუკის ნახვაა საჭირო.
ფაქტობრივად, მათ არც ისე დიდი ხნის წინ, გაზაფხულზე უკვე გაიარეს თითქმის ანალოგიური ამბები, ანუ მაშინ, როდესაც სატურნი დირექტიული იყო და ისე მოძრაობდა თევზების ამ ბოლო მონაკვეთზე, მაგრამ დიდი მსგავსების მიუხედავად მაინც იქნება გარკვეული განსხვავებები, რადგან მოძრაობის ტრაექტორია შეიცვალა.
ახლა კი მოდით ავხსნათ, რაზე მეტყველებს ეს ცვლილება და რა კავშირში იქნება გაზაფხულის მოვლენებთან გლობალურად.
ყველას კარგად გვახსოვს, რა რთული პერიოდი გამოიარა საქართველომ გაზაფხულზე და ეს ყველაფერი ჯერ არც დასრულებულა, იმიტომ რომ სატურნმა ხელახლა უნდა გაიაროს ეს გრადუსები და ფინალშიც მხოლოდ მაშინ გავალთ, როგორც ჩანს. ანუ გაზაფხულზე.მაგრამ მოდით, ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ რას მოიტანს რეტრო სატურნის ტრანზიტი სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მუნდანურ რუკაზე თევზების ეს მონაკვეთი მე-12 სახლში ხვდება, ხოლო სატურნი მე-10 სახლს მართავს.
ტრანზიტის ბოლოს სატურნი მუნდანურ მზეს დააკვადრატებს, ჯერ რეტრო, შემდეგ დირექტულიც.
სატურნი შეზღუდვების, სიმძიმის, წესრიგის, სტრუქტურის, ავტორიტეტის და გაკვეთილების სიმბოლოა. სატურნი, ნებისმიერ სხვა პლანეტაზე მეტად, წარმოადგენს სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს; მას ასევე შეუძლია წარმოადგინოს სახელმწიფოში არსებული რეპრესიული და მაკონტროლებელი ძალები, როგორიცაა პოლიცია.
მუნდანურ რუკაში მე-12 სახელი ასოცირდება ფარულ მოწინააღმდეგეებთან, შეზღუდვებთან, იზოლაციასთან, ციხესთან; იდეოლოგიის თვალსაზრისით, ეს სახლი მართავს იმას, რაც ძირს უთხრის ქვეყანაში არსებულ სტრუქტურას.
სატურნის მე-12-ში ტრანზიტი შეიძლება ერთის მხრივ ნიშნავდეს ფარული პრობლემების ზედაპირზე გამოტანას, ხოლო მეორეს მხრივ - სახელმწიფოს მცდელობას რკინის ფარდის მიღმა დატოვოს ეს ყველაფერი, შეზღუდოს, ან ციხეში გაისტუმროს ის, ვინც მის წინააღმდეგაა. ფაქტობრივად ამას ვუყურებთ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა.
ეს სატურნი ჩვენს მუნდანურ რუკაში არამხოლოდ მე-10 სახლს მართავს, არამედ მე9-ს წევრიცაა, რადგან ამ სახლში დგას. მე-9 სახლი კი უცხოეთია, ასევე მაღალი მორალური ღირებულებები, კანონი და სამართლებრივი სისტემა, აქედან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები შეიძლება მოდიოდეს უცხოეთიდან - სანქციების სახით ან ეხებოდეს უცხოეთს - ვიზალიბერალიზაციის გაუქმების სახით. ან ორივე ერთად. ამაზე იყო საუბარი გაზაფხულზე, და ეს ახლა ხელახლა დადგება დღის წესრიგში, თუმცა ამ თემებიდან ნაწილი მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე გადაიჭრება.
მზე მუნდანურ რუკებში ხელისუფლებას აღნიშნავს. სატურნი კავადრატი ამ მზესთან დიდი ალბათობით სერიოზული კრიზისის გამომწვევი იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის. მით უმეტეს, რომ წლის ბოლოსკენ ამ მზეს მარსიც დაარტყამს. თუმცა მარსის შეერთება ყოველთვის ერთგვაროვნად არ განიხილება. მარსი შეიძლება იყოს როგორც აღშფოთებული ხალხის ძალა, ისე სახელმწიფო პოლიციური ძალები. და ხომ ხვდებით - ან ხალხი ურტყამს ძალიან წერტილოვნად და მძლავრად სახელმწიფოს, ან სახელმწიფო იყენებს პოლიციურ სისტემას ძალაუფლების განსამტკიცებლად. გადაჭრით თქმა, რომ აქედან უსათუოდ პირველი ვარიანტი იქნება თუ მეორე, შეუძლებელია. არ გამოვრიცხავ, რომ ორივე იყოს.
მოკლედ, ძალიან ბევრი „თუ“ და „მაგრამ“ არის, თუმცა გარკვეული შანსები იმისათვის, რომ ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადაიჭრას ყველაფერი არის. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, რისი ღირსები ვართ, რას ვიმსახურებთ, როგორ ვაბარებთ სატურნის გაკვეთილებს“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდის თარსავს ადამიანი გაუაზრებელი საქციელით ქვეცნობიერ დონეზე საკუთარ თავს
⭕ოჯახი, შემოქმედებითი გზა, პირადი ტრაგედიები და სიყვარული - მანანა მენაბდეს უცნობი ამბები