
ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში ასტროლოგიური შინაარსის მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ვენერას სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე საუბრობს.
მისი თქმით, ვენერას მთავარი თემებია: ურთიერთობები და დიპლომატია, სილამაზე და ესთეტიკა, სიყვარული და ჰარმონია, ხელოვნება და ფინანსები. ვენერას გადასვლა მისთვის ძლიერ ნიშანში ყოველთვის აძლიერებს ამ თემებს
„14 ოქტომბერს პლანეტა ვენერამ ნიშანი შეიცვალა.
ქალწულის პრაგმატული და ანალიტიკური სივრციდან, სადაც ის სუსტად არის წარმოდგენილი, ვენერა გადადის სასწორში - ნიშანში, რომელსაც თავად მართავს, შესაბამისად თავს ძლიერად და ჰარმონიულად გრძნობს. ის აქ 10 ნოემბრამდე დარჩება.
ვენერას მთავარი თემებია: ურთიერთობები და დიპლომატია, სილამაზე და ესთეტიკა, სიყვარული და ჰარმონია, ხელოვნება და ფინანსები. ვენერას გადასვლა მისთვის ძლიერ ნიშანში ყოველთვის აძლიერებს ამ თემებს. ამ პერიოდში უფრო იკვეთება დიპლომატია, სილამაზის სიყვარული, ტაქტიანობა და თანასწორი ურთიერთობების სურვილი, რაც დაგვეხმარება პარტნიორულ საკითხებში ბალანსის და ურთიერთგაგების აღდგენაში.
ამავდროულად, მარსი მორიელში იმოძრავებს — ორივე პლანეტა, ვენერა და მარსი, რეპროდუქციული წყვილი, საკუთარ ძლიერ პოზიციებში არიან. ეს ქმნის ენერგეტიკულ ფონს, სადაც ქალური და მამაკაცური ენერგიები ბუნებრივად ერწყმიან ერთმანეთს.
ეს პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ახალი ურთიერთობების დასაწყობად, პარტნიორული კავშირების გასაუმჯობესებლად, იმ ჰარმონიის დასაბრუნებლად, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აერთიანებს. ასევე სასურველი პერიოდია ფინანსური გარიგებებებისთვის და ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წავიდა ტანცი-მანცი“ - თეონა ცირამუა შვილთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებს გვიზიარებს