Digest Logo

„პერიოდი წარმატებულია, მოგების შანსი მაღალია ლატარიებში და კონკურსებში...“ - ვინ არის მიმდინარე კვირის ფავორიტი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად?

1703493686
მიხეილ ცაგარელი

ერთი კვირა დარჩა ახალი წლის დადგომამდე, როცა წყლის ლურჯი კურდღელი ესტაფეტას ხის მწვანე დრაკონს გადასცემს. საინტერესოა, რას მოგვიტანს 2024 წელი, რა უნდა გავაკეთოთ დრაკონის გულის მოსაგებად და მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ტენდენციებზე „იმედის დილა“-ში ისაუბრა.

♈ ვერძი

შეიძლება ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესო, ადრეული საქმეებიდანაც დივიდენდები მიიღოთ. შეიძლება საინტერესო იდეების და მოლაპარაკებების ჩამოყალიბება, საქმიანი კუთხით კარგია. ენერგოტონუსი ეცემა, ამიტომ მეტად დაასვენეთ თავი, რომ შეცდომები არ დაუშვათ. მნიშვნელოვანია ერთი რამ, ხელმძღვანელებთან იყოთ ფრთხილად.

♉ კურო 

ენერგოტონუსი მატულობს, წარმატების ფაქტორი მატულობს. უცხოეთთან წარმატებული იქნება კავშირები, საუკეთესო დროა ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინოთ. აქამდე გაუგებრობა თუ იყო, აქ მოგვარდება და ახალ წელს კურო შეხვდება, ძველი ვალების გასტუმრებით და კარგი განწყობით. 

♊ ტყუპები 

მოიმატებს სულსწრაფობა,რაც შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის. განსაკუთრებული ყურადღება მართებს ტექნიკასთან ვინც მუშაობს. ენერგოტონუსი კლებულობს, დაღლა იმატებს ამიტომ დაისვენეთ. შეიძლება პარტნიორული ურთიერთობები და ბიზნესს ურთიერთობები გააღრმავოთ. ტრავმულ-ავარიულ სიტუაციებს ყურადღება მივაქციოთ.

♋ კირჩხიბი

მთავარია არ აჰყვეთ ცდუნებებს, ეს ცდუნებებია: ალკოჰოლი და პირადი ურთიერთობები. სხვა მხრივ პერიოდი კარგია, ენერგოტონუსი მატულობს და იუმორი იჩენს თავს. ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია, ზოგიერთი ახალი იდეის გაძლიერება და ფინანსური წარმატების შანსი იჩენს თავს.

♌ ლომი

ენერგოტონუსი მცირდება, ზედმეტად ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას. რაც შეცდომის ალბათობას ზრდის. ამბიცია მატულობს, ზოგჯერ ეგოისტურ გამოთქმებს ყურადღება მიაქციეთ. ტაქტიანად და ლამაზად თქვით სათქმელი. 

♍ ქალწული

ენერგოტონუსი მატულობს, ეს ნიშანი ჯანმრთელია, იმუნიტეტი მაღალია. საუკეთესო დროა შრომისთვის. იდეები და პროექტები, რომელიც გქონდათ ახლა შეგიძლიათ განახორციელოთ. პერიოდი წარმატებულია, მოგების შანსი მაღალია ლატარიებში და კონკურსებში.

სასწორი 

სჭირდება რა, ყურადღება: არავითარი კაპიტალდაბანდება, სხვა მხრივ პერიოდი კარგია. ახალი საინტერესო იდეების შესაძლებლობა და განხორციელების შანსი მატულობს. ზედმეტად ნუ გადაიღლებით, დაისვენეთ. ზედმეტად კაპიტალ დაბანდებაში საახალწლო საყიდლები აქ არ შედის.

♏ მორიელი 

ძალიან შარმიანი ხდება. აქტიურია, ენერგიულია, ახლა ის ხდება ლიდერი. შეუძლია ურთიერთგაგება, მატულობს ინტუიცია, რაც აძლევს პრიორიტეტის ზუსტად დალაგების შანსს. პროფესიონალური წინსვლა გაზრდის მის ავტორიტეტს. სწავლისთვის კარგი დროა.

♐ მშვილდოსანი 

ფულის მოპოვების დროა, პრემიერი, შესაძლოა იდეებმა და პროექტებმა მოგცეთ დივიდენდები. ზოგიერთი თქვენგანი ჩაერთვება საქველმოქმედო აქციებში, რაც ზრდის თქვენს რეიტინგს. მოლაპარაკებები ხელშეკრულებები იქნება წარმატებული, ენერგოტონუსი ეცემა, ნუ გადაიღლებით.

♑ თხის რქა

მთავარი ფავორიტია. 20 იანვრამდე საუკეთესო დრო გაქვთ, ფინანსური პრობლემის მოგვარების თუ საქმიანი კუთხით. როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი წარმატებული იქნება, ძველი პრობლემების მოგვარების დროა.

♒ მერწყული

ენერგოტონუსი ეცემა, ცოტა მეტი ჭორები და ინტრიგები მოიმატებს. საჭიროა, ენას კბილი დააჭირონ, რას აპირებენ და რას გეგმავენ არავის გაუმხილონ. საჭიროა სარისკო მოქმედებებს მოერიდონ. ვეცადოთ მშვიდ ცხოვრების რიტმზე გადავერთოთ და მოვემზადოთ ახალი წლისთვის.

♓ თევზები  

მატულობს ენერგოტონუსი, ახლა ის პერიოდია, როდესაც ბევრი რამ გამოუვა. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, უმჯობესდება ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, რაც ხელს უწყობს წინ წავიდეს კარიერულად. პოპულარული გახდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 გზებზე არსებული ვითარება - სად არის გადაადგილება ნებადართული?

🔵 გერმანიაში თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

🔵 „წელსაც გადაწყვიტეს, რომ მთელი წელი უნდა ვყოფილიყავი „ჩუმად“, კონცერტების გარეშე“ - რას წერს ნინო ქათამაძე