ასტროლოგი რამაზ გიგაური 12 აპრილამდე მოსალოდნელ ტენდენციებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით, დაძაბულობის პიკი 5 აპრილს გამოიკვეთება, 12-ის შემდეგ კი ვითარება შედარებით დასტაბილურდება.
„რას უკავშირდება მარსი-სატურნის შეერთება?!
(27 მარტი - 12 აპრილი)
კლასიკურ ასტროლოგიაში მარსი და სატურნი ნეგატიურ პლანეტებად მიიჩნევა.
ჯერ კიდევ ბაბილონში სატურნს „დიდ უბედურებას“, მარსს კი „პატარა უბედურებას“ უწოდებდნენ. თანამედროვე ასტროლოგიაში ბუნებრივია, ასეთი ცალსახა შეხედულებები აღარ არსებობს. მაგალითად, პირად ჰოროსკოპში კარგად განთავსებულმა და ასპექტირებულმა სატურნმა შესაძლოა საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს, მაშინ როცა გამარჯვების მომტანი პლანეტა - იუპიტერი, რომელიც პირად ჰოროსკოპში ნეგატიურად არის განთავსებული და ასპექტირებული, მოსალოდნელია ადამიანს მხრიდან შესაძლო დასაშვებ სერიოზულ ან სულაც, გამოუსწორებელ შეცდომებზე მიანიშნებდეს.
ცის კაბადონზე მარსი-სატურნის შეერთება 27 მარტს დაიწყო და 12 აპრილამდე გასტანს.
ამ შეერთების პიკი იქნება ხვალინდელი დღე - 5 აპრილი.
ზოგადად, ეს საკმაოდ რთული ასპექტია და ამ დროს ბევრ ადამიანს ერთმანეთში ერევა „გაზი და მუხრუჭი“. ადამიანები იწყებენ აქტიურობას, როცა პასიურად უნდა იყვნენ და პირიქით, ჩერდებიან, როდესაც შეტევაზე უნდა გადავიდნენ.
ამ დროს ბევრ ადამიანში იმატებს შიშის განცდა. ამ დროს საჭიროა შინაგანი თავშეკავებულობა და შიშის გადალახვა. ბევრს ეშინია მომავლის, შესაძლო ცვლილებების, კონკურენციის და მოსალოდნელი დანაკარგების. ამ დროს საჭიროა სიმამაცის გამოვლენა ემოციის კონტროლი და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.
მარსსა და სატურნს შორის ნებისმიერი ასპექტი მიანიშნებს ამ ორი პლანეტის ასტროლოგიური ფუნქციის სინთეზს. შეერთება კი თავისი ბუნებით არ არის ასპექტი. ეს არის ორი (ან უფრო მეტი) პლანეტის ერთგვარი დიფუზია, რომელიც გამოვლინდება საერთოდ განსხვავებული ფორმით.
აღსანიშნავია, რომ მარსისა და სატურნის ეს შეერთება ხდება მერწყულის ზოდიაქოში (პიკის დროს 23-ე გრადუსში). ამ ნიშანში კი სატურნი გაცილებით ძლიერად ვლინდება, ვიდრე მარსის მოქმედება. მერწყული მარსისთვის არამეგობრული ნიშანია, სატურნი კი მერწყულის თანამმართველია, ამიტომ სატურნის გავლენა გაცილებით ძლიერი იქნება. აქედან გამომდინარე, ბევრი ახალი ინიციატივა დამუხრუჭდება და კრიტიკის ქვეშ მოექცევა. ეს ინიციატივები და იდეები თუ სატურნის ძლიერ კონტროლს „გაივლიან“, მაშინ მათი რეალიზაციის საშუალებაც გაჩნდება.
ვისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი:👇
✔️9-13 თებერვალს დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან მარსი-სატურნის შეერთება მოხდება ამ ადამიანების ნატალური მზის სიახლოვეს;
✔️ ასევე მნიშვნელოვანი იქნება 13-17 აგვისტოს დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან ეს შეერთება დაუპირისპირდება მათ ნატალურ მზეს.
✔️ ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად მერწყულებისთვის, რადგან ეს შეერთება სწორედ მერწყულის ნიშანში ხდება;
✔️ამ შეერთებას აუცილებლად ექნება გავლენა იმ ადამიანებზეც, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში სწორედ მარსი-სატურნის შეერთება აქვთ (მიუხედავად იმისა რომელ ნიშანში აქვთ ეს შეერთება). მსგავს ასპექტს რეზონანსული ასპექტი ეწოდება და ბუნებრივია, ადამიანებში გააქტიურდება ყველა ის ტენდენცია, რაც ზემოთ აღვწერეთ“, - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ბუჩამდე იყო ოსვენციმი, მილიონ-ნახევარი დახოცილი ბავშვით, კოსოვო, დღეს 13 000 მშვიდობიანი მოსახლეობით ნაკლები რომ ჰყავს და აგერ, მთლად გუშინ - დამასკო“ - თეა გვასალია
🔵„ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი, ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემ ნომერს“ - თამუნა მუსერიძე