Digest Logo

„ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი, ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემ ნომერს“ - თამუნა მუსერიძე

1649082154
მსახიობი თამუნა მუსერიძე

ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კოორდინატების გასაგებად უცნობი ადამიანი თავისის შვილის საბავშვო ბაღში მივიდა. მუსერიძე საჯაროდ აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ უნდა განმეორდეს და ისტორიის გაზიარების, ან მისით დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებმა ჯგუფს უნდა მიმართონ.

„მეგობრებო, ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი, რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემ ნომერს. რომ ჰკითხეს ვინ ბრძანდებითო, უთხრა რომ ვიღაც ჰყავდა დაკარგული და ჩემი დახმარება სჭირდებოდა.

უმორჩილესად გთხოვთ, მეტიც ! მოვითხოვ, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავოთ ! ჩემი შვილების ბაღში და სკოლაში არ მიხვიდეთ ! თუ პირადად ჩემთან კონტაქტზე ვერ გამოდიხართ (რაც ძალიან მეეჭვება) მისწერეთ ჯგუფის ნებისმიერ ადმინს. ჩვენ ერთნი ვართ და ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის გაესაუბრებით !“, - წერს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵აპრილის თვის სილამაზის კალენდარი

🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵„რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით გაუპატიურებულ, მოკლულ და გზაზე დატოვებულ ხუთი ახალგაზრდა გოგონას ცხედარზე“- უკრაინელი ექიმი