Digest Logo

„პირად ურთიერთობებში საჭიროა გულწრფელი საუბარი და კომპრომისზე წასვლა“ - 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1753301558
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც მარტივად მდიდრდება

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი  24 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს: 

ჰოროსკიპი 24 ივლისი

მთვარის დღე — 28 / 29 / 1

მთვარის ფაზა — ახალმთვარეობა კირჩხიბსა და ლომში

ვერძი

დღეს კარგია ახალი ინფორმაციის მოძიება, კარიერული საკითხების სწავლა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. საღამოს მოერიდეთ სტრესს — დაგეგმეთ დასვენება და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ახლობელს შესაძლოა თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეს.

კურო

არ წამოეგოთ პროვოკაციებს. გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. პირად ურთიერთობებში საჭიროა გულწრფელი საუბარი და კომპრომისზე წასვლა. არ იჩქაროთ — ჯერ დაფიქრდით შედეგებზე.

ტყუპები

გირჩევთ დღე დაისვენოთ, დაკავდეთ საყვარელი საქმით, შეხვდეთ მეგობრებს. დატვირთული გრაფიკისგან დასვენება ენერგიას დაგიბრუნებთ. საღამოს შეგიძლიათ შეადგინოთ უახლოესი პერიოდის გეგმები.

კირჩხიბი

შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. არ იჩქაროთ, დაფიქრდით შედეგებზე. დაძაბულობა ურთიერთობებში შესაძლებელია, თუმცა იუმორი და დელიკატურობა დაგეხმარებათ მტკივნეული მომენტების დამშვიდებაში.

ლომი

წარმატებული დღეა რთული საკითხების გადაჭრისთვის. იმოქმედეთ თავდაჯერებულად, დაასრულეთ გადადებული საქმეები. მოერიდეთ გაღიზიანებას და შეინარჩუნეთ ტაქტიანობა. გაზარდეთ თვითშეფასება — ეს თქვენი ძალაა.

ქალწული

რთული საქმეები გადადეთ. დღეს უკეთესია საყვარელ საქმიანობას და შინაგან მდგომარეობას დაუთმოთ დრო. სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე გასეირნება ან სახლის დალაგება.

სასწორი

დღეს ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. დროა გადაჭრათ გადაუწყვეტელი კითხვები. დღის მეორე ნახევარი ოჯახურ საქმეებს დაუთმეთ. სთხოვეთ ახლობლებს დახმარება.

მორიელი

პირად და საქმიანი ურთიერთობების ტრანსფორმაციის დროა. მოერგეთ პარტნიორის განწყობას. იდეები, რომლებიც დღეს გაგიჩნდებათ, მალე პრაქტიკულად და სარფიანად შეიძლება გააცნობიეროთ.

მშვილდოსანი

დაწერეთ გეგმები, გაანალიზეთ სამუშაო პროცესები, დაალაგეთ პრიორიტეტები. დღეს დეტალებზეა ბევრი დამოკიდებული. მოუსმინეთ ინტუიციას.

თხის რქა

დღეს დაგჭირდებათ სტრატეგია და ახალი კავშირების დამყარება. მალე დიდი ცვლილებების დრო მოვა. დაიწყეთ მზადება, გამოიყენეთ მაღალი ენერგია წარმატებისთვის.

მერწყული

ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას — შეუძლია ძალების დაცლა. შეამცირეთ დატვირთვა და დაისვენეთ. გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან დაგეხმარებათ ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

თევზები

გელოდებათ მოულოდნელი საკითხები, რომლებიც დიდ დროს წაგართმევთ. კონცენტრირდით 2–3 მთავარ ამოცანაზე. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. იყავით ტაქტიანი ურთიერთობებში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის მსიამოვნებს სხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

🎥 „ნახევრად გარეცხილი თეფშები, აბლაბუდები და სოკო“ - „სახალხო კონტროლი“ შოკის მომგვრელ კადრებს აქვეყნებს

⭕ორსული ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს - „იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს“