
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული წარმატებული ამერიკელი სპორტისა და შოუბიზნესის აგენტი დარენ პრინსცია. წყვილმა ნიშნობა მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
ამჯერად, ნუცა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ ერთ დღეში 3 ძალიან წარმატებულ და მოსასმენად საინტერესო პოდკასტში იყო სტუმრად.
„24 hours in Miami
ერთ დღეში 3 ძალიან წარმატებულ და მოსასმენად საინტერესო პოდკასტში ვიყავი სტუმრად!
ყოველთვის მსიამოვნებს სხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან საუბარი და ასევე საკუთარი გამოცდილების გაზიარება/რჩევების მიცემა“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
ცნობისთვის, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, 2024 წელს საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგა და მონაწილეობა მიიღო ამერიკულ შოუში American Idol-ში. რამაც მას დიდი პოპულარობა და საინტერესო თავგადასავლები მოუტანა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორსული ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს - „იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს“
⭕ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა - როდის გამოქვეყნდება პირველადი შედეგები