„პირადი ახალი წელი და ჩვენი სტრატეგიული რევიზია“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„მაისი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩემი დაბადების თვეა. ასტროლოგიაში დაბადების დღე, იგივე „სოლარი“, არ არის მხოლოდ კალენდარული თარიღი.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ციკლებისა და ცხოვრებისეული სტრატეგიის სრული გადაფასების ეტაპი — მომენტი, როდესაც კიდევ უფრო მძაფრად აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე შენი დროის, რესურსებისა და ბედისწერის ზუსტი კოორდინატები. ჩემი იუბილეს აღსანიშნავად, გადავწყვიტე, მაისის თვეში შემოგთავაზოთ სრულიად ახალი, საიუბილეო ფორმატი და შეღავათიანი პირობები.
თუ გრძნობთ შინაგან ქაოსს, ან მიზნებისკენ სავალი გზა გაგირთულდათ, გთავაზობთ სტრატეგიული დაგეგმვის ხუთ პერსონალურ ფორმატს:
🔸 „სტრატეგიული ფოკუსი“ – კონკრეტული პრობლემის, ჩიხური სიტუაციის ანალიზი და გამოსავლის ძიება (40 წუთი საუბარი + აუდიოჩანაწერი).
🔸 „სრული პიროვნული რუკა“ – პოტენციალის, ფარული ნიჭისა და რესურსების ამომწურავი ანალიზი (1.5 საათი + აუდიოჩანაწერი).
🔸 „დროის სტრატეგია და ნავიგაცია (პროგნოზირება)“ – ფორმატი მათთვის, ვისაც პირადი ჰოროსკოპი უკვე შედგენილი აქვს, მაგრამ სჭირდება ზუსტი სამომავლო ორიენტირი. პროგნოზირება ეფუძნება სამი უძლიერესი სკოლის სინთეზს: დასავლურს (სიმბოლური დირექციები, პროგრესიები, ტრანზიტები), ანტიკურსა (ფირდარები, აფესისი) და ინდურ (სიდერულ) ტექნიკებს. ჩვენ დავადგენთ ზუსტ პერიოდებს: როდის უნდა იმოქმედოთ აქტიურად და როდის არის მოცდის დრო (1.5-2 საათი + აუდიოჩანაწერი).
🔸 „ბედის კოდი და პროგნოზი“ – სრული ნატალური რუკა + კარმული ანალიზი + კომპლექსური 3-წლიანი სტრატეგიული პროგნოზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის გამოყენებით (2-2.5 საათი + აუდიოჩანაწერი).
🔸 „ბავშვის/მოზარდის პოტენციალის რუკა“ – ფარული ნიჭის, ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და პროფესიული მიდრეკილებების ანალიზი. იდეალური ფორმატი მშობლებისთვის, რომელთაც სურთ შვილის ენერგიის სწორად მიმართვა, რათა დროულად მისცენ ზუსტი ორიენტირი პიროვნულ განვითარებასა თუ მომავალი პროფესიის არჩევაში (1-1.5 საათი + აუდიოჩანაწერი)“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ ბანაობენ ავსტრალიის ჩრდილოეთში კოლჰოტებით?
⭕„კვარასთვის ფეხბურთი დისნეილენდს ჰგავს“ - ლეონიდ სლუცკიმ ქართველზე ისაუბრა
⭕„ჩემი სილამაზე გოგო“ - მარიამ სანოგო საფრანგეთში მოგზაურობს