Digest Logo

„პირადი ცხოვრების განხილვას უნდა მოერიდოთ...“ - 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1784926380
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ — გამორიცხული არ არის, ვინმე თქვენი გულის მოგებას ანგარებითი მოტივით ცდილობდეს. სამუშაო პროცესი ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, მოთმინებას და დისციპლინას მოითხოვს. შესაძლოა, შინაგანმა მოუსვენრობამაც შეგაწუხოთ, თუმცა ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გულახდილი საუბარი ოპტიმიზმით აგავსებთ. ბევრ ვერძს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი ელის — შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან დამატებითი ფულის გამომუშავების შანსი მოგეცეთ. ბოლო დროის გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა თქვენი ენერგეტიკული რესურსი შეიწირა, ამიტომ ახლა დასვენება ჰაერივით გჭირდებათ.

კურო

ეს დღე იდეალურია აქტიური დასვენებისთვის, შეხვედრებისთვის, რომანტიკული პაემნებისა და სტუმრობისთვის. შეგიძლიათ დრო მგზავრობას, მოგზაურობასა და ღირებულ შენაძენებს დაუთმოთ. ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი დაისადგურებს. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს — დღეს მათზე ბევრი საქმის საბოლოო შედეგი არის დამოკიდებული. შესაძლოა, კოლეგისგან ან მეგობრისგან ძალიან ღირებული რჩევაც მიიღოთ. ფული თითქოს არსაიდან, თავისით გაჩნდება და შეძლებთ იყიდოთ ის, რაც დიდი ხანია გჭირდებათ. გახსოვდეთ, თქვენი განწყობა მთლიანად თქვენს ხელთაა —განდევნეთ უარყოფითი ფიქრები და ყურადღება იმ დადებით მოვლენებზე გადაიტანეთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

ტყუპები

მათთვის, ვისი გულიც თავისუფალია, რომანტიკული გატაცებების პერიოდი იწყება. შესაძლოა, სიყვარულმა თავი დაგაკარგვინოთ — ვენერასა და სატურნის მზაკვრული ასპექტი სწორედ ასე ვლინდება. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, ჯერ ოჯახის წევრებს დაეკითხეთ. გახსოვდეთ, გადამწყვეტი სიტყვა მათ ეკუთვნით, ვისაც ოჯახურ ბიუჯეტში მთავარი წვლილი შეაქვს. ამ დღეს შანსი გექნებათ, სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შეუთავსოთ — ხელმძღვანელობას საკუთარი შესაძლებლობები დაანახვოთ და კარიერაში წინ წაიწიოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც. ეცადეთ, მკაცრი ეკონომიის რეჟიმი „ჩართოთ“ და კურსი ვალების დაფარვისკენ აიღოთ. მოერიდეთ ეგზოტიკურ კერძებს, რათა ალერგიული რეაქციები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბებისთვის სჯობს, პირად ცხოვრებაში აქტიურობა შეამცირონ — ხანდახან საკუთარი პერსონისადმი ჭარბი ყურადღება ძალიან დამღლელია. საკუთარ გულისტკივილს ახლობლებზე ნუ გადაიტანთ. წარსული უკვე გავლილი ეტაპია, ახლა მომავალზე უნდა იფიქროთ. მჯდომარე სამუშაოს მქონე პირებმა განსაკუთრებული ყურადღება ზურგსა და კისერს უნდა მიაქციონ. ვარჯიშსა და ფიზიკურ დატვირთვას ნუ ივიწყებთ, თორემ უმოძრაობა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ფინანსური საკითხების განხილვა სხვა დღისთვის გადადეთ — დღეს იუპიტერის გავლენის ქვეშ ხართ, რის გამოც გონივრული კომპრომისის მიღწევა გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მაღალია გაციების ან ინფექციის რისკი — ამ დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

ლომი

ბედნიერების მისაღწევად გულხელდაკრეფილი ჯდომა არ გამოდგება. პასიურ ლოდინს ადამიანი სასურველ შედეგამდე იშვიათად მიჰყავს, ამიტომ სიმტკიცე და ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ნუ მოგერიდებათ სიყვარულისა გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად თქვენ გვერდით არიან. ზოგ ლომს შესაძლოა, კბილის პრობლემებმა თავი შეახსენონ. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, პროცესის გაჭიანურება არ ღირს.

ქალწული

უახლოეს ხანში ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. კარგი იქნება, თუ იმ საქმეებს დაასრულებთ, რისთვისაც ადრე დრო არ გყოფნიდათ. სამსახურში მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა, რამაც შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები გამოიწვიოს. საკუთარ შეხედულებებზე უარს ნუ იტყვით და ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ. მოსალოდნელია მოგებიანი შეთავაზებები ბიზნესპარტნიორების ან ინვესტორებისგან.

სასწორი

ზოგჯერ უფროსი ნათესავების პირადი ცხოვრების განხილვას უნდა მოერიდოთ და ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა. ოჯახში დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვისთვის საუკეთესო გზა ოჯახური სადილია — დროა კულინარიული შედევრები მოამზადოთ და ძველი მეგობრები და ნაცნობები მოიწვიოთ. არსებობს ფინანსური დანაკარგების რისკი, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში. თუ არ გაჯიუტდებით და გამოცდილი ადამიანის რჩევებს გაითვალისწინებთ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ყური დაუგდეთ საკუთარ ორგანიზმს და დაისვენეთ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია.

ვრცლად, იხილეთ ბმულზე: