Digest Logo

„ახლა კი თამამად შემიძლია მოგილოცოთ ზაფხულის დადგომა! 21-22 ივნისს წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე გვაქვს“ - გიორგი ლობჯანიძე

1750400182
გიორგი ლობჯანიძე

21 ივნისს ზაფხულის ბუნიობაა. წელიწადის ამ დღეს დედამიწა ყველაზე დიდხანსაა მზისაგან განათებული. 21 ივნისის დილა წლის მანძილზე ყველაზე ადრეულ დროს თენდება, ხოლო დაბინდება ასევე ყველაზე გვიან იწყება. 21 ივნისიდან დღე იწყებს კლებას, ღამე კი მატებას, და ეს გრძელდება 21 დეკემბრამდე, ზამთრის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე გვაქვს.

ასტროლოგიურად, ზაფხულის ბუნიობა ითვლება წელიწადის ცხელი სეზონის დასაწყისად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე, რომელიც სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს და ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალურ თემებს ხშირად განიხილავს,  საზოგადოებას ზაფხულის დადგომას ულოცავს:

„ახლა კი თამამად შემიძლია მოგილოცოთ ზაფხულის დადგომა! შეგიძლიათ მოემზადოთ კიდეც, 21 ივნისს, თბილისის დროით 06:43 საათზე, ზაფხულის მზებუდობაა!

ზაფხული დგება მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე გვაქვს შესაბამისი კოსმოპლანეტარული განლაგება. ჩვენ კი აღვნიშნავთ ამას პირველ ივნისს, თუმცა ზუსტი დასაწყისი ცხელი დღეებისა სათავეს იღებს ყოველი წლის 21-22 ივნისს, როცა მზე მიდის კირჩხიბის ათვლის გრადუსში.

ზაფხულის მზებუდობა გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს წლის განმავლობაში ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე.
ისე, რადგან პიკის დროს მთვარეც იმყოფება ფიქსირებულ ნიშანში, კუროში, მშვენიერი ასპექტებით, დრო გადასარევია იდეების, გეგმების გაწერისთვის.

კირჩხიბი - კარდინალური ფენის წარმომადგენელი, სტიქია წყალი. კირჩხიბი ქმნის, გვაძლევს ჩანასახს, რასაც თხის რქულ მატერიალიზაციას ვუწევთ. წინა ხაზზე მოდის ინტუიცია, გრძნობები, ოჯახი, ახლობლები, მზრუნველობა, ერთიანობა. ის, რაც მისთვის დამახასიათებელია.

ამ დღეებში შეიკავეთ თავი ყოველგვარი გაუაზრებელი ნაბიჯებისგან და დაიყვანეთ რისკის საკითხები ნულამდე.

მიმდინარე ორი დღე კარგია მომავალზე ფიქრისთვის, ნაბიჯის გადადგმისა და როგორც პიროვნული, ისე საქმიანი პროექტების ზრდისთვის.

დაემშვიდობეთ ყველაფერ დრომოჭმულსა და გამოუსადეგარს.

წყლის თერაპია, აბაზანები, მასაჟი, ზღვა, ცურვა. სტიქიურად მაინც წყალი მოდის წინა პლანზე. ეცადეთ გაიუმჯობესოთ ბუნება-განწყობა და შექმნათ ჯანსაღი გარემო.

მეტი ილოცეთ და შემდგომ დაუთმეთ დრო თქვენთვის აუცილებელ საკითხებს. შეიქმენით ირგვლივ პოზიტივი რელაქსისა და კეთილი თავგადასავლებისთვის!

გისურვებთ წინსვლებს და ბედნიერ ზაფხულის დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას განთავისუფლდეთ იმისგან რაც ხელს გიშლით“ - 20 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან!

⭕„შენი სიტყვები დღეს სხვებზე დიდ გავლენას იქონიებს“ - 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით