სავსემთვარეობა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რას უნდა მოვერიდოთ? - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:
„მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს, პლანეტა ურანმა შეიცვალა ზოდიაქო და გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. 7-8 წელი დაყოფს დაახლოებით. რეფორმების პლანეტა არის ურანი და ექნება ტყუპების სახასიათო ქმედებები. კეთილსაიმედო პერიოდია. მედიის მიმართულებით მნიშვნელოვანი პერიოდია. ასევე ავიაციისა და ტრანსპორტის სფეროში.
ახლო პერსპექტივები: დღეიდან მინელდება ფონი, შესაძლოა ყოფილიყო მტკივნეული. რამდენიმე დღე შეიძლებოდა კრიზისული ყოფილიყო, თუმცა ახლა მალე დასრულდება ეს ყველაფერი.
საყურადღებო დღეა 30 რიცხვის ბოლო აკორდები და პირველი დღეები მაისის - კუდიანების ღამეს ეძახიან. დაემთხვა ამ ყველაფერს სავსემთვარეობა, რომელიც არის პირველ მაისს. სავსე მთვარე არის მორიელში, კურო-მორიელის ღერძია. კურო არის ფინანსების მმართველი ნიშანი. შესაბამისად პერიოდი არის ფინანსებისთვის დასტაბილურებისა და წინსვლის გარანტი. მორიელი არის მერვე სახლის მმართველი და დიდ ფულთან აქვს კავშირი. ტრანსფორმაციული საკითხებიც აქტუალურია. შეიძლება ამ ყველაფერმა დიდი შემოსავლებისკენ გაგვისხნას კარი.
კარგი იქნება სავსემთვარეობას გამოვიყენოთ დამცავი მინერალური ქვები. დამცავი თილისმების დამუხტვა მთვარის ენერგიით. არ არის ასევე აუცილებელი მთვარე ჩანდეს, შეგიძლიათ საფულე დადოთ ფანჯარაზე. ორი თილისმა არის მნიშვნელოვანი: კუროს თილისმა არის სპილო, მორიელის თილისმა თავად მორიელი“, - აღნიშნა ქეთი ოდიშელი.
მეტის გასაგებად იხილე ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სიმშვიდე თქვენი მთავარი სტრატეგიაა...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი