Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1777266347
 ამინდი

27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +13 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მშრალი დღეა დღისით +11 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზე გამოანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„გამოიყენე ეს ენერგია მნიშვნელოვანი საუბრისთვის ან გულწრფელი აღიარებისთვის“ - 27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ბევრი სასწაული და ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს...“ - რას ჰყვება კახა მიქიაშვილი ილია მეორეზე

🎥 „მზრდიდა ბებია, მატარებდა ყველა სპორტზე, მუსიკაზე, სამწუხაროდ იმედები ვერ გავუმართლე“ - კახა მიქიაშვილი ბავშვობას იხსენებს