Digest Logo

პლანეტა მერკური დღეიდან რეტროგრადული ხდება - რა უნდა გააკეთოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, ასტროლოგის რჩევები!

1762779725
ხათუნა ნოელი

„მერკური დღეიდან რეტროგრადული ხდება და მომდევნო 3 კვირის განმავლობაში უკუსვლით იმოძრავებს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

მისი თქმით, ამ პერიოდში წინ წამოწეული იქნება კომუნიკაციების, ვაჭრობის და სწავლის საკითხები, ასევე დაგვიანდება სხვადასხვა ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმების საკითხებიც.

„მერკური დღეიდან რეტროგრადული ხდება და მომდევნო 3 კვირის განმავლობაში უკუსვლით იმოძრავებს.

რაც თავისთავად ცხადია, თავის შეფერილობას მისცემს მოვლენათა განვითარებას. ვინაიდან და რადგანაც მერკური განაგებს ჩვენს მიმოსვლას, კომუნიკაციებს, ვაჭრობას, სწავლას - ამ თემებში წამოვა შეფერხებები. დაგვიანდება აგრეთვე სხვადასხვა ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმების საკითხებიც.

და კიდეც რომ გაფორმდეს, 3 კვირის მერე როდესაც მერკური დირექტულ მოძრაობას დაუბრუნდება, გაირკვევა, რომ ამ საბუთებში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა ყოფილიყო, ხარვეზებია. მატულობს შეცდომათა რაოდენობა, დოკუმენტების უკან მობრუნების ალბათობა, შეფერხებები ინტერნეტის და სხვა კავშირგაბმულობების სისტემათა მუშაობაში, ორგტექნიკის გაუმართაობა.

ამ პერიოდებში ყველაფერი რაც გარშემო გვაკრავს არასწორად აღიქმება – თითქმის ისე როგორც „მრუდე სარკეში”. ჩვენ ვერ ვფლობთ სრულ/სრულყოფილ ინფორმაციას, მხედველობის არიდან გვისხლტება მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა შესახებ ვიგებთ მოგვიანებით, მერკურის დირექციულობის დროს. ნუ გასცემთ დაპირებებს, შესაძლოა მათი შესრულება გაგიჭირდეთ შემდგომში. ნურც სხვების მიერ დადებულ შეპირებების იმედად დარჩებით. ისინიც ხომ ანალოგიურ მდგომარეობაში იქნებიან...

ახლა იქნება დიდ ტალღებად აგორებული ბევრი ჭორი, დეზინფორმაცია. ამიტომ ვიდრე ვიღაცების ნათქვამის თუ დაწერილის გავრცელებას შეეცდებით, ჯერ ინფორმაცია სხვაგანაც გადაამოწმეთ, რომ შემდგომ უხერხულობაში არ აღმოჩნდეთ.

რთულდება სწავლა, გონებაში თითქოს ჯინაზე - ასჯერ წაკითხულიც კი ძნელად შედის. ეს პერიოდი სირთულეებს შეუქმნის იმ ადამიანებს ვისი პროფესიაც წერასთან, სიტყვასთან არის კავშირში. მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და თარჯიმნები შესაძლოა პროფესიულ სირთულეებს გადააწყდნენ.
სიფრთხილე მართებს მძღოლებსაც.

ეს ყველაფერი ეხებათ დირექტიული მერკურის პატრონებს. რეტროგრადული მერკურის პატრონებისათვის კი ძალიან ხელსაყრელი პერიოდია სააქტიუროდ, კერძოდ კი:

✅ხელშეკრულებების დასადებად,

✅საბუთების გასაფორმებლად,

✅ტექნიკის შესაძენად,

✅ ახალ სამსახურში / ბინაში გადასვლელად,

✅ ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად

✅მნიშვნელოვანი ახალი ურთიერთობების წამოსაწყებად, სადმე ახალ ადგილებში გასამგზავრებლად,

✅ბლოგის შესაქმნელად,

✅ ახალი ცოდნის შესაძენად...

მათთვის კი, ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტიული ჰყავთ, ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები დროებით მიზანშეწონილი არაა. მათ ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ:

✅ხელახლა დადოთ ან გააგრძელოთ ძველი ხელშეკრულებები,

✅იზრუნოთ ძველი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად,

✅მიუბრუნდეთ შეწყვეტილ სწავლას, დისერტაციის, წიგნის, ბლოგის წერას,

✅გაემგზავროთ იქ, სადაც ადრეც ხშირად დადიოდით .

✅დაუბრუნდეთ მშობლიურ ქალაქს/ სოფელს,

✅ გაიხსენოთ ძველი მეგობრები, თანაკლასელები, მეზობლები, ყოფილი თანამშრომლები და „ყოფილები“ ზოგადად.

✅ გააფორმოთ ოფიციალური ქორწინება, თუ უკვე თანაცხოვრება ერთ ჭერქვეშ დიდი ხნის დაწყებული გაქვთ.

✅ დაიწყოთ დროებითი სამსახური.

✅ მოაწყოთ გენერალური წმენდა და გადაყაროთ ძველი, უსარგებლო ნივთები

მოკლედ - მიუბრუნდეთ ძველ საქმეებს და დავასრულოთ ის, რაც აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა  

რეტრო მერკურის ბევრი უფრთხის, არადა, რამდენი სასიკეთო რამის მოცემა შეუძლია ამ პერიოდს, თუ სწორად გამოვიყენებთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მაინც ზოგადი ინფორმაციაა“, - წერს ხათუნა ნოელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მე და ჩემმა ფსიქოლოგმა ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ....“ - ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია ცოლს დაშორდა

„ულამაზესი პატარძალი, გაიხარეთ“ - ახალი ფოტოები გიორგი სარდალაშვილის ქორწილიდან

🎥 ⚽ ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - გულშემატკივრები საქართველო-ესპანეთის თამაშს ელოდებიან