დაახლოებით 2 თვის წინ ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა შეყვარებულს ხელი სთხოვა.
მისი რჩეული „ტიკტოკერი“ და მომღერალი ანანო სამხარაძეა.
წყვილს 8 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა, მათი ქართული, ტრადიციული სამოსი ეცვათ.
ფოტოგრაფმა მიშიკო კანკიამ სოციალურ ქსელში გიორგის და ანანოს ქორწილზე გადაღებული უახლესი ფოტოები გაგვიზიარა.
„ანანოს და გიორგის დღე“, - წერს ფოტოგრაფი.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 6 ნოემბერს იუსტიციის სახლში ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონია. იგი დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ⚽ ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - გულშემატკივრები საქართველო-ესპანეთის თამაშს ელოდებიან