Digest Logo

🎥 „მე და ჩემმა ფსიქოლოგმა ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ....“ - ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია ცოლს დაშორდა

1762778326
ლუკა ნაჭყებია და ანუკა ჯორბენაძე

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს „მასტერშეფი“ ყოფილი ჟიური ლუკა ნაჭყებია, რომელიც 2023 წელს დაქორწინდა, ცოლს დაშორდა. 

მისი რჩეული პროდიუსერი ანუკა ჯორბენაძე იყო, რომელთანაც ერთი საერთო შვილი, ანიტა ჰყავს. 

გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ ცნობილმა შეფმზარეულმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა „შვილი მყავს, ცოლი აღარ“:

- ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? 

საკუთარ თავთან მარტო ყოფნის დროს ვარ მშიშარა ადამიანი. ეს შიშია ალბათ ის, რაც ცხოვრებაში მაკეთებინებს ყველაფერს. მარტო ყოფნის დროს ირთვება თვითკრიტიკა, ეს კი შიშებამდე მიდის. მე არ მაქვს მეორე მხარე. პირად ცხოვრებაში იმდენად არ ვვარგივარ, სტატისტიკიდან გამომდინარე გამოუსადეგარი ვარ, რომ მხოლოდ კარიერისტი ვარ. 

არცერთი კარიერისტი არ არის კარიერისტი იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ოჯახური და პირადი ცხოვრება აქვს. 

 - ბევრს ფიქრობ? გიყვარს სიღრმეებში ჩასვლა? 

ესეც თავის ნუგეშია. მერე რა, რომ ჯანსაღი არ ვარ, სამაგიეროდ ჭკვიანი ვარ. მერე რა, რომ პირად ცხოვრებაში არაფერი მივარგა, სამაგიეროდ კარიერაში მაქვს ყველაფერი - ასე იკომპესირებ რაღაცებს. ბევრ ფიქრს მოაქვს ეჭვებიც. ბევრი ფიქრი მოაქვს შფოთვებს. ამას მუშაობით ვშველი. 

- რატომ არ გამოგდის პირადი ცხოვრება? 

მაგაზე მე და ჩემმა ფსიქოლოგმა ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. დროის მენეჯმენტის უნარი არ მაქვს, ბალანსის პრობლემაც მქონდა.

- ცოლ-შვილი ხომ გყავს?

შვილი მყავს, ცოლი აღარ“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ულამაზესი პატარძალი, გაიხარეთ“ - ახალი ფოტოები გიორგი სარდალაშვილის ქორწილიდან

🎥 ⚽ ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - გულშემატკივრები საქართველო-ესპანეთის თამაშს ელოდებიან

„50 წლამდე კაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა, სრული პანიკა და დაბნეულობა“ - გმირი ექიმების ისტორია გორიდან