Digest Logo

პლანეტა ვენერამ ზაფხულის მთავარი ფავორიტები შეარჩია: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეები ელოდება

1783663487
  პლანეტა ვენერა

9 ივლისს ვენერა ქალწულის ნიშანში გადავიდა. ამ პლანეტას ასტროლოგიაში სიყვარულის, ჰარმონიის, ფინანსებისა და შემოქმედების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ეს პოზიცია თითქმის ერთ თვეს გაგრძელდება. აღნიშნულმა ტრანზიტმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს როგორც პირად ცხოვრებაზე, ისე სამსახურზე, ფულსა და ახალ შესაძლებლობებზე.

ვის მოუტანს ვენერა ყველაზე დიდ წარმატებას?

ამ ტრანზიტის ყველაზე პოზიტიურ გავლენას შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:

  • კურო
  • თხის რქა
  • კირჩხიბი
  • მორიელი.

ასტროლოგების აზრით, სწორედ ამ ნიშნების წარმომადგენლებს მოუტანს უახლოესი კვირები წარმატებულ შანსებს ფინანსებში, სამსახურში, შემოქმედებასა და პარტნიორულ ურთიერთობებში.

ვინ უნდა მოემზადოს გამოწვევებისთვის?

ასტროლოგების აზრით, ამ პერიოდში გადაწყვეტილებებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ:

  • ქალწულები
  • თევზები
  • მშვილდოსნები
  • ტყუპები.

ეს წარუმატებლობას არ ნიშნავს. თუმცა, ასტროლოგები მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სიჩქარისგან თავის შეკავებას და ახალი წინადადებების ღრმად გაანალიზებას ურჩევენ.

ცხოვრების რომელ სფეროებს შეეხება ცვლილებები:

ასტროლოგების პროგნოზით, ვენერას ახალი ტრანზიტი, პირველ რიგში, ბიზნესს, კომერციას, ვაჭრობასა და საბანკო სფეროს შეეხება. ცვლილებები მოსალოდნელია ხელოვნებაში, დიზაინში, ლიტერატურაში, ქორეოგრაფიასა და სამსახიობო ხელოვნებაშიც. სიახლეები ელით ფარმაკოლოგიის, საკონდიტრო საქმისა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებსაც.

სწორედ ამ მიმართულებებით, უახლოეს თვეებში, შესაძლოა გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები, მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან მოვლენები, რომლებიც შემდგომ განვითარებაზე მოახდენს გავლენას.

ასევე დაგაინტერესეთ:

„მადლობა ყველაფრისთვის, მინდა ყოველთვის ჯანმრთელი და ბედნიერი მყავდე“ - გიორგი ძოწენიძე დედას იუბილეს ულოცავს

რატომ ვცხოვრობთ ინერციით? - რას ამბობს ნეირომეცნიერება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ივლისს საქართველოში

წყარო: www.beaumonde.ge