„შაბათამდე მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეები რადგან, შაბათ-კვირას სახარბიელო დღეები არ არის. ასევე იქით ორშაბათიდან დედამიწა არასახარბიელო ენერგოველში შედის“, - მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
„გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და კვირა.
ამინდები ცვალებადია და არ არის ჯერ ნორმალურად დალაგებული.
პლანეტა მარსი კვირას გადადის 9 აგვისტომდე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. კარგი მოვლენაა. განსაკუთრებით იღბლიანია პერიოდია მათთვის რომლებიც მუშაობენ ტექნიკასთან, მედიასთან, ჟურნალისტიკაში. იქნება საინტერესო ცვლილებები და ახალი იდეები. ადამიანებში მოიმატებს კომუნიკაცია და გაგება.
ორშაბათს და სამშაბათს შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად კარგი დროა. ოთხშაბათს და ხუთშაბათს კარგი დროა მანქანის შესაძენად ან გასაყიდად. პარასკევს და შაბათს იყავით ყურადღებით, თავი შეიკავეთ ნეგატივისგან. კვირას არ აჰყვეთ პროვოკაციებს“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება და რჩევები მიმდინარე კვირისთვის:
♈ ვერძი
ენერგიულები ხართ, შარმი და მიზიდულობა იმატებს. შესაძლებლობები მრავალფეროვანია. შანსი გაქვთ რადიკალურად შეცვალოთ სიტუაცია. კომუნიკაცია მატულობს ახლობლებთან. კარგი დროა რემონტისთვის.
♉ კურო
ენერგოტონუსი მატულობს. ახალი ეტაპი იწყება, მდგრადი და სტაბილური ხდებით. კომუნიკაციების დროა. მგზავრობისთვის და სწავლისთვის კარგი დროა. მრავალმხრივი შესაძლებლობა გაქვთ. მოიმატებს შარმი და მიზიდულობა.
♊ ტყუპები
აქტიურები, მიმზიდველები და შარმიანები ხართ. ყურადღების ცენტრში ადვილად ხვდებით. ახალი პროექტებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის კარგი დროა.
♋ კირჩხიბი
თქვენ ხართ ფავორიტები. მოგემატებათ შარმი, მიზიდულობა, ადვილად მოექცევით ყურადღების ცენტრში. ინტუიცია მზარდია. ქორწინებისთვისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის შესანიშნავი დროა. შანსი გაქვთ წარმოაჩინოთ ლიდერის თვისებები.
♌ ლომი
კარგი დროა შესაძლებლობებისთვის. ბიზნესში წარმატება გელით. სიყვარულისა და ქორწინებისთვის კარგი დროა. გაქვთ საშუალება პროფესიულად წინ წაიწიოთ. ამ კვირაში მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები.
♍ ქალწული
სურვილი გაქვთ საიდუმლო ურთიერთობების ჩამოყალიბების, მათ შორის სასიყვარულო. ასევე შესაძლებელია წარმატებას მიაღწიოთ შემოქმედებით პროექტებში. სიყვარულის დრო მოგვიანებით მოვა. ფინანსური დივიდენდების მისაღებად კარგი დროა.
♎ სასწორი
ენერგოტონუსი მაღალია. ყველა გეხმარებათ. ყურადღების ცენტრში ხართ და საინტერესო იდეები გაქვთ. შემოქმედებითი მუშაობისთვის კარგი პერიოდია. პრობლემას წყვეტთ მშვიდობიანად და კომპრომისებით. ეს ზრდის რეიტინგს საზოგადოებაში.
♏ მორიელი
იმუნიტეტი მატულობს და ორგანიზმი ძლიერდება. კარგ დროა მოგზაურობისთვის. ასევე კარგი დროა პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ოპტიმიზმი მატულობს. ყურადღების ცენტრში ექცევით.
♐ მშვილდოსანი
მიმდინარე კვირა ჯერჯერობით თქვენთვის კარგია. მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები და პროექტები გელით. გაუმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად პერიოდი ძალიან კარგია.
♑ თხის რქა
ენერგოტონუსი მატულობს და განწყობა უმჯობესდება. ბევრი შესაძლებლობა გაქვთ, მათ შორის კარიერული წინსვლის და დაწინაურების. კრეატიული წინადადების წინაშე აღმოჩნდებით. უმჯობესდება ურთიერთობები.
♒ მერწყული
ენერგოტონუსი იმატებს, კარგი დროა ურთიერთობებისთვის. მგზავრობისთვის. თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან. იყავით მომთმენები.
♓ თევზები
სიყვარულის დროა. მოემზადეთ ქორწინებისთვის, გაქვთ საშუალება გააუმჯობესოთ ურთიერთობა შვილებთან. ადვილად აგვარებთ პრობლემებს. საშუალება გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა ლატარეებსა და კონკურსებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕ „სიყვარულით გაკეთებულ პატარა ჟესტსაც დიდი ძალა აქვს“ - 22 ივნისის ენერგიები თაკო მელიქიშვილისგან