Digest Logo

„პოზიტიური დღეა ძველი პრობლემების მარტივად მოსაგვარებლად“ - მიხეილ ცაგარელი

1661668495
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. პოზიტიური დღეა ძველი პრობლემების მარტივად მოსაგვარებლად.

გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია ქურდობის და ძარცვის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა და წვრილმანებს ჩაძიება, გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნებების დაძლევას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი მეგობრების შეძენა და ნაცნობთა წრის გაფართოება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, აქატი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ხალხო არ შეიძლება პიტბულის უყურადღებოდ ყოლა...“ - ტორესა მოსი

🔵ხალიჩის ქვეშ ხავსი ერთი კვი­რით გააჩერეთ - ვანგას რჩევა ბარაქის მოსაზიდად