მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი თელავში თავს გადამხდარ ისტორიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ უყურადღებოდ დატოვებულმა პიტბულმა მისი ძაღლი დაკბინა.
„საღამოს სეირნობა ჩაგვაშხამა პიტბულმა, რომელიც ქუჩაში იყო უპატრონოდ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გარშემო ხალხი დაგვეხმარა და რენე ფიზიკურად დიდი და ძლიერია და კისერზე პატარა ნაკბენით გადავრჩით, მაგრამ ხალხო არ შეიძლება პიტბულის უყურადღებოდ ყოლა, არ მოსულა გამეპარა, არ მოსულა ასეთი უპასუხისმგებლობა. რენე რომ უფრო სუსტი ყოფილიყო და ხალხი არ დაგვხმარებოდა, ყველაფერი გაცილებით უარესად დასრულდებოდა.
Update: შემთხვევა მოხდა თელავში, ღვთისმშობლის ეკლესიასთან. სავარაუდოდ ის პიტბული მაგ ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს.
რენე დღეს მყავდა კლინიკაში, ნაკბენი ადგილი გაპარსეს და რაც მე პატარა ნაკბენი მეგონა, ღრმა ჭრილობა აღმოჩნდა. დავიწყეთ ანტიბიოტიკით მკურნალობა და თან ათი დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ჭრილობები უნდა დავუმუშაოთ. ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო ამხელა ტრავმა მიადგა ამ საწყალს და ახლა კიდევ ათი დღე უნდა ვტანჯო“, - წერს ტორესა მოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ძალიან ცუდად ვარ... ახლა ისე მიჭირს როგორც არასდროს...“ - რას წერს გივიკო დიდია