Digest Logo

🎥 „პრობლემები მოიმატებს ყველაფერში: საქმეში, პირად ურთიერთობებში, ფინანსებში, სამსახურში, მოითმინეთ 5 დღე“ - ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1773644344
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირის (16-22 მარტი) ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „იმედის დილა“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარტის ყველაზე რთულ დღეებს გავდივართ.

რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა და ვისთვის იქნება შედარებით უკეთესი პერიოდი, ვრცლად იხილეთ:👇

ვერძი - ყველა საქმე ისე არ წავა, როგორც თქვენ გინდათ, გულაცრუების ტენდენციაა. ფარული მტრები, ჭორები, მოშურნეები თქვენს საწინააღმდეგოდ ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებენ, ამიტომ ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი. 21-დან ადამიანი ვეღარ გიცნობთ, თქვენი დრო დაიწყება! 

კურო - ძველმა შეცდომებმა შეიძლება თავი იჩინონ, არასწორი ნათქვამი, გაფორმებული საბუთი, რაღაც ვალდებულება ახლა გამომზეურდება. ჯანს არ უჩივით, ტონუსიც მაღალია. ეცადეთ, კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ მეგობრებთან. 

ტყუპები - ჭრების და ინტრიგების დროა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ეს გამიზნულია, რათა საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი შეიტანოთ და დაგეწყოთ გაორება, რის გამოც შეცდომებს დაუშვებთ. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსს არ უჩივით, ამ ნიშნის ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, მაგრამ ელოდებით ფულს, ან ბიზნესიდან, ან პრემიები, ბონუსების კუთხით, არ იქნება ეს 21-მდე. ნუ გაიგიჟებთ თავს. მოთმინება გამოიჩინეთ. სხვა მხრივ პერიოდი კარგია. 

ლომი - უცებ შეცვლით გეგმებს, მიზნებს თავადაც ვერ ახსნით რატომ. გამოჩნდება ინტრიგანი, რომელიც გზიდან გადაგახვევინებთ. იმატებს სიჯიუტე, არავის უსმენთ, რის შედეგადაც შეცდომებს დაუშვებთ. ეს 21-მდე გაგრძელდება. ენას კბილი დააჭირეთ, გამოგადგებათ. 

ქალწული - შესაძლოა, ფინანსური პრობლემები გქონდეთ, არასწორი ხარჯი, კაპიტალდაბანდება, ინვესტიცია, ამიტომ ეს 5 დღე მოერიდეთ ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია სტაბილურობა პარტნიორულ ურთიერთობაში, თუ ურთიერთობა გართულდა, მერე ნახეთ პრობლემები.

სასწორი - განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებით. თქვენი თხოვნა, პრეტენზიები ახლა იქნება უადგილო, რაც გამოიწვევს კონფლიქტებს. ნელ-ნელა იგრძნობთ ენერგოტონუსის მომატებას, ამ კვირაში გაციების ალბათობა მაღალია. 

მორიელი - ქალებთან ფრთხილად! ვინც არ უნდა იყოთ, ქალი თუ კაცი. მათი მხრიდან პრეტენზიები, მოთხოვნები, კრიტიკა აშკარად მოიმატებს. თქვენი ფინანსური ხარჯი გაორმაგდება არასწორი მოქმედებების შედეგად, რაც დამატებით სირთულეებს შეგიქმნით. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს პარტნიორებთან, შვილებთან, მით მეტად წახვალთ წინ. 

მშვილდოსანი - პრობლემები მოიმატებს ყველაფერში, საქმეში, პირად ურთიერთობებში, ფინანსებში, სამსახურში. მოითმინეთ 5 დღე, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არავის ეჩხუბოთ, არ იჩქაროთ. 

თხის რქა - აი, ოჯახის წევრები ეცდებიან მაქსიმალურად დაგახარჯვინონ თანხები, რასაც აგროვებდით კარგა ხანი, მათ შორის ზოგი ამას ტანსაცმელზე დახარჯავს, ზოგი ავეჯზე, სახლზე და ა.შ. თქვენ ამაზე სერიოზულად მოგეშლებათ ნერვები, რაც შეგიქმნით კონფლიქტებს. 

მერწყული - გემუქრებიან მანდილოსნები! მათი კრიტიკა, უკმაყოფილება თქვენი მოქმედებების მიმართ, ამიტომ ყურადღებით იყავით. ნუ დაიძაბებით, სერიოზულადაც ნუ მიიღებთ, 5 დღეში ეს ყველაფერი თავისით გაქრება, სამაგიეროდ პერიოდი კარგია ენერგოტონუსის მომატებისთვის, განვითარებისთვის. მოამზადეთ გეგმები და 21-იდან დაიწყეთ განხორციელება. 

თევზები - ჯერ ყველაზე კარგი პერიოდი გაქვთ, რადგან მზე კიდევ თქვენს ნიშანშია. შესაძლებლობები გაქვთ არნახული, შარმი, მიზიდულობა, კრეატიულობა, ინტუიცია - ყველაფერი გაქვთ. იმოქმედეთ, თუმცა მომდევნო 5 დღე მოსალოდნელია ჭორები, მოშურნეები, ინტრიგები, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ და არ გახადოთ ხელის შემშლელ ფაქტორად. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „კაცობრიობას ეწყება ახალი, სერიოზული, გლობალური ევოლუციური ეტაპი სულიერი განვითარების, განახლებისა“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მთავარ მოვლენებზე

„ძალიან კეთილი ქალი იყო, ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ უფრო ხშირად თქვით „მიყვარხარ“ - დარენ პრინსცი ნუცა ბუზალაძის დეიდაზე

„ვინ ვართ სინამდვილეში და რა მისია გვაქვს ამ სამყაროში“ - რას ამბობს შენი დაბადების რიცხვი შენზე?