ასტროლოგიური პროგნოზი 4 ნოემბრისთვის:
♈️ ვერძი: ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებსა და პირად კავშირებზე გადაიტანე. მოერიდე მკვეთრ განცხადებებსა და კამათს ენერგია კონსტრუქციულ საუბარსა და კომპრომისის ძიებას მოახმარე.
♉️ კურო: რუტინულ საქმეებს, ჯანმრთელობასა და წესრიგის დამყარებას დაუთმე ყურადღება. პრაქტიკულობა დაგეხმარება, ინფორმაციულ ხმაურსა და უშინაარსო საუბრებს არ აჰყვე.
♊️ ტყუპები: შესანიშნავი დღეა შემოქმედებისთვის, თვითგამოხატვისთვის, საყვარელი საქმიანობისა და მსუბუქი ურთიერთობისთვის. შენი შარმი დღეს განსაკუთრებით იგრძნობა, თუმცა მოერიდე ჭორებსა და დროის ფუჭად ხარჯვას.
♋️ კირჩხიბი: დრო სახლს, ოჯახსა და მყუდრო გარემოს დაუთმე. დარჩი შენთვის ნაცნობ გარემოში და თავი აარიდე ზედმეტ აურზაურსა და ბევრ გარე კონტაქტს.
♌️ ლომი: დღე სავსეა მგზავრობებით, ზარებით, შეხვედრებითა და ინფორმაციის გაცვლით. დოკუმენტებში დეტალებს ყურადღებით დააკვირდი და საუბარში პროვოკაციას არ აჰყვე.
♍️ ქალწული: წინა პლანზე ფინანსური საკითხები გადმოდის. გონივრულად დაზოგე, მოერიდე დაუგეგმავ შენაძენებს და შენი ბიუჯეტი გააანალიზე.
♎️ სასწორი: მთვარე შენს ნიშანშია და შარმით, დიპლომატიითა და დახვეწილი გემოვნებით გავსებს! დროა, საკუთარ თავს, სურვილებსა და შინაგანი ჰარმონიის აღდგენას დაუთმო ყურადღება.
♏️ მორიელი: დღე მშვიდ დასვენებას, განმარტოებას, ძველი საქმეების დასრულებასა და გონებრივ განტვირთვას დაუთმე. ცოტა ხნით სიჩუმეში, საკუთარ ფიქრებთან დარჩი.
♐️ მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა გუნდური მუშაობისთვის, თანამოაზრეებთან ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების განხილვისთვის. შენს იდეებს მხარდაჭერა და გაგება მოჰყვება.
♑️ თხის რქა: პროფესიულ სფეროში სიფრთხილე და ორგანიზებულობა გმართებს. პასუხისმგებლობა, დიპლომატია და სტრატეგიული აზროვნება ზედმეტი დაძაბულობის თავიდან აცილებაში დაგეხმარება.
♒️ მერწყული: შესანიშნავი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სწავლისთვის, კითხვისა და მომავალი მოგზაურობის დაგეგმვისთვის. ჰაერის სტიქია შთაგონებას მოგიტანს.
♓️ თევზები: დღე შინაგან გარდაქმნებსა და რესურსებზე მუშაობას უკავშირდება. ინტუიცია დელიკატური სიტუაციიდან გამოსავალს გიკარნახებს, თუ ემოციებს არ აჰყვები.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ცნობილი „ტიკტოკერის“, პიანისტის გამოსვლა „ნიჭიერში“, აცეკვებული ჟიური და სცენაზე ასული „ბედინა“
⭕ვის გამო გაიარა ჯოჯოხეთი ირმა არავიაშვილმა და შეეძინა თუ არა ბაბუამისს 102 წლის ასაკში შვილი