Digest Logo

„პროცესი მართლაც მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ შენი სხეული, გონება და ფსიქიკა ამისთვის მზად არის“ - რა მოხდება მაშინ, თუ კუნდალინის ენერგიას არასწორად მართავ

1772000733
კუნდალინიკუნდალინი

კუნდალინი არის აღმოსავლური (ძირითადად ინდუისტური და იოგური) ტრადიციიდან მომდინარე სულიერი კონცეფცია, რომელიც აღწერს ადამიანს შიგნით არსებულ „დაძინებულ ენერგიას“.

სანსკრიტულად kundalini ნიშნავს „დახვეულს“ ან „გველივით დახვეულს“. ტრადიციის მიხედვით, ეს ენერგია ხერხემლის ქვედა ნაწილში (ფუძის ჩაკრასთან) არის „დახვეული“ და გაღვიძებას ელოდება.

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ კუნდალინის ენერგიასთან თამაში ძალიან საშიშია. 

არ ცოდნის შემთხვევაში სულიერი ექსტაზის მაგივრად ადამიანი იღებს შფოთვას, დეზორიენტაციას, უძილობას, ჰალუცინაციებს, ფსიქოზის მსგავს მდგომარეობას, დეპრესიას, მანიას და ა.შ.:

„⚠️ კუნდალინი: ნუ ეთამაშები ენერგიას, რომლის მართვაც არ იცი! ბოლო დროს სოციალურ ქსელებში მხვდება პოსტები, კუნდალინი ენერგიას ისე აღწერენ, თითქოს ეს იყოს მარტივად მისასვლელი გზა ნეტარებასა და სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნების განსაცდელად.

მხვდება პოსტები, რომლებიც მოგვიწოდებენ: გამოაღვიძე კუნდალინი ენერგია და ყველაფერი შეიცვლება შენს ცხოვრებაში.

ადამიანები, რომლებიც ამ ზედაპირულ მოწოდებებს მიყვებიან, არ იციან რომ თვითნებურმა პრაქტიკამ სერიოზულ საფრთხემდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. კუნდალინი არის უმძლავრესი ენერგია, რომელიც ხერხემლის ფუძეში, მულადჰარა ჩაკრაში მიძინებულ მდგომარეობაშია. გაღვიძებისას ის იწყებს ზემოთ მოძრაობას და ცვლის ჩვენს ცნობიერებას. ეს პროცესი მართლაც მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ შენი სხეული, გონება და ფსიქიკა ამისთვის მზად არის. რა ხდება, როცა სისტემა მოუმზადებელია? დაუმუშავებელი სისტემა უბრალოდ ვერ უძლებს ამ ძალას და გადატვირთვა ხდება ( მოკლე ჩართვა).

შედეგი კი სულიერი ექსტაზის მაგივრად:

• მწვავე შფოთვა, დეზორიენტაცია და უძილობა.

• ემოციური არასტაბილურობა და ჰალუცინაციები.

• ფსიქოზის მსგავსი მდგომარეობები და რეალობის განცდის დაკარგვა.

• ფიზიკური გადაწვა , ქრონიკული დაღლილობა, ტკივილები.

• კანკალი, უნებლიე მოძრაობები, სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, დეპრესია ან მანია.

ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც „კუნდალინის სინდრომი" (Kundalini syndrome), რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თვეები ან წლები და ხშირად იწვევს ფსიქიკური აშლილობის მსგავს სიმპტომებს, რაც ართულებს დიაგნოზს და მკურნალობას. ზოგჯერ ის იწვევს ჰოსპიტალიზაციას ან გრძელვადიან ფსიქოლოგიურ პრობლემებს თუ პრაქტიკა ხორციელდება გამოცდილი მენტორის გარეშე.

🧬✨ თუმცა თუ პროცესი სწორად და გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, კუნდალინის გაღვიძებას შეუძლია მოგიტანოს მრავალი სარგებელი, როგორიცაა:

• გაზრდილი ცნობიერება და შეგრძნებები; გაუმჯობესებული კრეატიულობა და ინტუიცია.

• ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

• შინაგანი სიმშვიდის და კეთილდღეობის განცდა.

• ღმერთთან კავშირის განცდა და სულიერი ზრდა.

• გაზრდილი ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა.

• გაუმჯობესებული გონებრივი სიცხადე და ფოკუსირება.

• ემოციური განკურნება და წარსული ტრავმებისგან გათავისუფლება.

• უფრო ღრმა თანაგრძნობა და ემპათია სხვების მიმართ.

• შიშების შემცირება, მათ შორის სიკვდილის შიშის.

• უპირობო სიყვარულის და ერთიანობის განცდა.

• ფსიქიკური უნარების განვითარება, როგორიცაა ინტუიცია ან ტელეპათია.

• დაბერების პროცესის შენელება და გაზრდილი ქარიზმა.

ეს სარგებელი მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა სხეული, გონება და სული სათანადოდ მომზადებულია, და პროცესი კონტროლირებადია.

🌿 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამი რამ:

• გამოცდილი მენტორი: თვითნებური ექსპერიმენტები იწვევს ენერგიის არაკონტროლირებად მოზღვავებას და ბლოკებს. მენტორი საჭიროა პროცესის სწორი ხელმძღვანელობისთვის. ტრადიციულ იოგაში კუნდალინის გაღვიძებას წინ უძღვის წლობით მომზადება, მათ შორის შატკარმები (წმენდის პრაქტიკები), ჰათა იოგა და კვების კონტროლი.

• დამიწება: ძლიერი ენერგია ზემოთ მიისწრაფვის, მაგრამ თუ შენი "ფესვები" სუსტია, დისბალანსი გარდაუვალია. ენერგია თავში იჭედება, რაც იწვევს მენტალურ ქაოსს. დამიწების პრაქტიკები, როგორიცაა სეირნობა ბუნებაში, მძიმე საჭმელი ან ფიზიკური ვარჯიში, ხელს უწყობს სტაბილურობას.

• ჩაკრების დაბალანსება: ჩაკრები ის არხებია, რომლებშიც ენერგია მოძრაობს. თუ ისინი დაბლოკილია, პროცესი ხდება არაპროგნოზირებადი და სახიფათო. ბალანსი ქმნის თავისუფალ გზას ენერგიის ჰარმონიული ასვლისთვის.

💫 თუ უკვე განიცდი მსგავს სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტებს იოგის გურუს ან ფსიქოთერაპევტს, პროფესიონალს რომელიც იცნობს ამ თემას. არ იმოქმედოთ სოციალური ქსელების უპასუხისმგებლო რჩევებით, რადგან კუნდალინის გაღვიძება არ არის თამაში და შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები ჯანმრთელობაზე, მაგრამ სწორი მიდგომით ის შეიძლება იყოს ტრანსფორმაციული და დადებითი გამოცდილება.

ენდე შენს ინტუიციას და არა ხმამაღალ დაპირებებს.

ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც მყისიერ გამოღვიძებას გპირდებათ. ტრანსფორმაცია ყოველთვის ფრთხილად, მდუმარედ და ჰარმონიულად ხდება🤍✨“, - წერს მაია მომცელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„კალენდრის ჯადოსნური დღეა! ეს რიცხვების მაგია ემთხვევა დაბნელებების დერეფანში განსაკუთრებულ დღეს“ - ეზოტერიკოსი 26 თებერვალზე

„შესაძლებელია კამათი საყვარელ ადამიანებთან, უმჯობესია დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ“ - ეკა კვარაცხელია 25 თებერვლის ენერგიებზე

„ხელსაყრელია ქორწილი, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა“ - 25 თებერვლის პროგნოზი ფენ-შუის სპეციალისტისგან