
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ განმარტავს, რომ მიმდინარე კვირა ენერგეტიკულად ორ ნაწილად იყოფა: 18 ივლისამდე და მის შემდეგ.
მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი საქმე სჯობს 18 რიცხვამდე დასრულდეს, რადგან ამის შემდეგ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევა და პლანეტა მერკური უკუმავალი გახდება.
მერკურის რეტროგრადულობა გაგრძელდება 11 აგვისტომდე და ის ადამიანებს წარსულის საკითხებთან დაბრუნებას მოაყოლებს. ასტროლოგის თქმით, 18 ივლისის შემდეგ სჯობს მშვიდი ცხოვრების რეჟიმზე გადართვა, რადგან მოსალოდნელია გაძნელებული პირობები, შრომა და გარკვეული სირთულეები.
რაც შეეხება მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ასე გამოიყურება 👇
ვერძი
კვირის პირველი ნახევარი იყავით აქტიურები, შესაძლოა, ფინანსური კუთხითაც გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, კარგი შესაძლებლობები გაქვთ, გამოიყენეთ. მეორე ნახევარში კი სახლსა და სამსახურის შორის განხეთქილებაა. ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ.
კურო
ენერგოტონუსს არ უჩივით, აქტიური და ენერგიულები ხართ. მაქსიმალურად გამოიყენეთ კვირის პირველი ნახევარი ყველაფრისთვის. მეორე ნახევარში კი იქნება პრობლემები, შეიძლება, მოგზაურობის დროსაც კი. ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ.
ტყუპები
იაქტიურეთ, მიმდინარე კვირაში შეიძლება, ადრეული საქმეებიდან მიიღოთ შემოსავალი. საყიდლები, კაპიტალ დაბანდება კარგად გამოდის. მეორე ნახევარში კი ხართ სულსწრაფები და იყავით ფრთხილად, არ იყოთ ზედაპირული, არ იჩქაროთ.
კირჩხიბი
მთავარი ფავორიტია, ბევრი რამ გამოგდით, თუმცა კვირის მეორე ნახევარში იყავით ფრთხილად, ხდებით დიქტატორები, მატულობს ფარული მტრები და ფრთხილად, არ შეეწიროთ ამ ყველაფერს, ჩამოდით მიწაზე.
ლომი
მთლიანობაში კარგად გადიხართ ამ კვირას, თუმცა თქვენთვის რთული პერიოდია, ფრთხილად იყავით პარტნიორულ ურთიერთობებში, კვირის მეორე ნახევარში. არ სძინავს მტრებს და ენას კბილი დააჭირეთ.
ქალწული
ჯანმრთელობა და ენერგოტონუსი მაღალია, 18 რიცხვიდან თქვენ ცხოვრებაში გამოჩენილ ქალბატონებს მიაქციეთ ყურადღება, რადგან შესაძლოა ჭორებით და ინტრგებით წარმატების საფუძველი გამოგაცალოთ. არ შეხვიდეთ ახლო ურთიერთობაში მათთან.
სასწორი
ბევრი რამ გამოგდით, იღბლიანი ხართ და ფინანსურადაც შეიძლება გაიმართოს. 18 რიცხვის შემდეგ კი მატულობს ამბიცია, ამიტომ მეტი სამართლიანობა და დიპლომატიურობა გამოიჩინეთ.
მორიელი
კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. ბევრო რამ გამოგდით, შანსები შესაძლებლობების გაქვთ მაღალი. დაეყრდენით ინტუიციას და იმოქმედეთ ამაზე დაყრდნობით. არ აჰყვეთ სხვების წაქეზებას, ენდეთ ინტუიციას.
მშვილდოსანი
18 რიცხვამდე ბევრი რამ მოასწარით, წარმატება არის თქვენ მხარეს და იღბალიც, ბევრი შესაძლებლობა გაქვთ. 18 რიცხვის შემდეგ კი სირთულეები მეტია და გადადით მშვიდ ცხოვრებაზე, გემატებათ ჯანი და არ იჩქაროთ.
თხის რქა
საინტერესო პერიოდია, პარტნიორული კუთხით და სიყვარულის კუთხით საინტერესო პერიოდია. გაიცნოთ შეიძლება ახალი ადამიანები და როგორც ლიდერები იქნებით ძლიერები. 18 რიცხვის შემდეგ კი გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, რაც მიიღებთ და ხელშეკრულებას კარგად გადახედეთ, იქნება მაცდუნებელი წინადადებები.
მერწყული
18 რიცხვამდე კარგი პერიოდია, მრავალმხრივ გაქვთ შანსები, საყიდლებისთვის და ყველაფრისთვის. თუმცა მეორე ნახევარში მძლავრობს ამბიციების სამყარო და გივარდებათ თავში. გინდებათ პომპეზური ცხოვრება და დარჩებით ნულზე, გამოფხიზლება იქნება რთული. გაუფრთხილდით ფულს და ერიდეთ ფარულ მტრებს.
თევზები
შარმი, მიზიდულობა მატულობს. კარგი პერიოდია სიყვარულისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის. მატულობს ინტუიცია და იმოქმედეთ მასზე დაყრდნობით. 18 რიცხვიდან ფრთხილად იყავით ოჯახურ ურთიერთობებში და გამოიჩინეთ მეტი წინდახედულობა და ტაქტი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემო სულის მეგობარო“ - როგორ მიულოცეს მშობლებმა ლევან კალაძეს იუბილე?
⭕„საოცარი კადრებია, ზღაპრის გმირებიდან ხართ“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს