Digest Logo

„ქმედება პრაქტიკული და დეტალებზე ორიენტირებული ხდება“ - ასტროლოგი პლანეტა მარსის ქალწულის ნიშანში გადასვლაზე

1795634136
თამარ ხოსროშვილი

26 ნოემბერი: მარსი ქალწულში - ქმედება პრაქტიკული და დეტალებზე ორიენტირებული ხდება.

26 ნოემბრიდან მარსი, ქმედების პლანეტა, დროებით ტოვებს ლომის ნიშანს და მუტაბელური მიწის ნიშანში — ქალწულში გადადის. დროებით, რადგან იანვრიდან მარსის რეტროგრადული სვლა იწყება და გარკვეული პერიოდით ის კვლავ ლომში ბრუნდება.

♍️მარსის ქალწულში გადასვლით მნიშვნელოვნად ივსება მიწის სტიქიის დეფიციტი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობოდა.

თუ მარსი ლომში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებისკენ იყო დაკავებული, ქალწულში მთავარი ხდება ამ შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზება და მათი ნაკლები დემონსტრირება.

ქალწულის ენერგიას მოაქვს პრაქტიკულობა, დეტალებზე მუშაობის, საჭიროსა და გამოსადეგის არასაჭიროსგან გამორჩევის უნარი - თვისებები, რომლებიც და გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვისთვის აუცილებელია.

ეს პერიოდი ხელსაყრელია:

▪️ გრძელვადიანი მიზნების კონკრეტულ სამოქმედო გეგმად გარდაქმნისთვის;

▪️ სამუშაო პროცესებისა და ყოველდღიური რეჟიმის მოწესრიგებისთვის;

▪️ პროფესიული უნარების დახვეწისთვის.

დეტალებზე გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პერფექციონიზმი, ზედმეტი კრიტიკულობა და გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სათანადოდ ვერ სრულდება, სამუშაო პროცესი წინ ვერ მიდის.

აქ გვმართებს მეტი მოთმინება და ემოციური ბალანსის შენარჩუნება.

10 იანვრიდან 1-ელ აპრილამდე მარსი რეტროგრადული იქნება, ამიტომ სასურველია, მომდევნო კვირები მიზნების განსაზღვრას, პრიორიტეტების დალაგებასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას დავუთმოთ. რეტროგრადული სვლის პერიოდში კი უკვე დაგეგმილის გადახედვის, კორექტირებისა და დახვეწის შესაძლებლობა გვექნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „30-40 წლის კაცები ნაკლებად ერთგულები არიან“ - რას ამბობს კონტენტ კრეატორი ნინი გორგოძე

🎥 „საცხოვრებელ სივრცეში სარეცხის გაშრობამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს“ - ტოქსიკოლოგი

⭕„40 წლის შემდგომ კაცი სიყვარულში აღარ ეძებს იმას, რასაც მანამდე, უკვე აქვს წარსული, ჩვევები, ამიტომ...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

✕