Digest Logo

„40 წლის შემდგომ კაცი სიყვარულში აღარ ეძებს იმას, რასაც მანამდე, უკვე აქვს წარსული, ჩვევები, ამიტომ...“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

1795630257
ლევან მათითაშვილი

ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 40+ ასაკში კაცის ქალისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს:

„40 წლის შემდგომ, მამაკაცი სიყვარულში აღარ ეძებს იმას, რასაც მანამდე ეძებდა.

ის აღარ ეძებს ქალს, რომელსაც მუდამ გააოცებს, მისთვის აღარ არის საინტერესო ემოციური საქანელები, თამაშები და მცდელობები, რომ ვინმეს მოეწონოს.

ის, ეძებს იმას, ვისთან ერთადაც უბრალოდ ამოისუნთქავს, დაისვენებს და იქნება თავისი თავი.

მას სჭირდება გვერდით - პატივისცემა, სიმშვიდე და საიმედოობა.

მას უკვე აქვს წარსული, თავისი ჩვევები და საკუთარი ცხოვრება, ამიტომ ზრდასრული სიყვარული, ერთმანეთში შეზავება კი არ არის, არამედ ეს არის გააერთიანო ორი ცხოვრება ისე, რომ არცერთმა არ დაკარგოს საკუთარი თავი.

ასაკი, სიყვარულს არ აქცევს სუსტად, არამედ მეტად გულწრფელს ხდის.

მოდი კითხვა დაუსვი საკუთარ თავს: რა არის შენთვის მეტად მნიშვნელოვანი - მძაფრი ემოციები, თუ სულიერი სიმშვიდე?“, - წერს ლევან მათითაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ამოვიცნოთ მოძალადე - კომუნიკაციის ექსპერტი 4 სიმპტომს ასახელებს

⭕„ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა“ - „ეპოქის ხელოვანის“ სტატუსით დავით კენჭიაშვილი დაჯილდოვდა

🎥 მუნის შემთხვევებმა მოიმატა - როგორია ექიმების რეკომენდაციები

✕