Digest Logo

„ქმნის ბარიერებს და არ გვაძლევს წინსვლის შესაძლებლობას, სანამ არ იქნება წარსულის ამოცანები ბოლომდე შესრულებული“ - ნინა ხომერიკი სატურნის თევზებში დაბრუნებაზე

1752688501
ნინა ხომერიკი

სატურნი - ასტროლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და „სერიოზული“ პლანეტაა. მას ხშირად „დიდი მასწავლებელი“ ან „კარმის ბატონი“ ეწოდება.

სატურნი მმართველობს სტრუქტურას, პასუხისმგებლობას, წესრიგს, საზღვრებსა და დროში გამოცდებს. ის არის ძალა, რომელიც გვაიძულებს გავიზარდოთ, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და მივიღოთ შედეგები ჩვენი ქმედებების შესაბამისად.

2025 წლის 13 ივლისიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით სატურნი იქნება რეტროგრადული. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციას აძლევს:

„სატურნის ბოლო დაბრუნება თევზებში!

პლანეტა სატურნი, რომელიც არის დროის, წესრიგის, ძალაუფლების, დისციპლინის, მოთმინებისა და წარსულის სიგნიფიკიტორი, 2025 წლის 13 ივლისიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში და დაუბრუნდება ვერძიდან - თევზების ზოდიაქოს ნიშანს. სატურნი იკეთებს მარყუჟს ყოველ წელს, თუმცა, 2025 წლის მარყუჟი არის განსაკუთრებული, რადგან ეს პლანეტა თავის რეტრო მოძრაობაში გადაკვეთს ასტროლოგიურად ყველაზე მნიშვნელოვან საზღვარს, რასაც „დროის საზღვარი” ეწოდება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას ვიგრძნოთ თუ როგორ შეიცვლება დროის აღქმა.

სატურნი დაიწყებს უკუსვლას ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან, რომელიც არის საწყისის სიმბოლო, თევზების ზოდიაქოში, რაც დასასრულის სიმბოლოა და შექმნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის უცნაურ სინთეზს, ანუ წარსული, რომელიც გვეგონა, რომ მიეცა დავიწყებას, დაბრუნდება ახალ და თანამედროვე ფორმებში. რეტროგრადული სატურნი არ მოგვცემს შესაძლებლობას გავფანტოთ ჩვენი ყურადღება ყველაფერზე ერთდროულად, ის გამოკვეთავს ჩვენთვის ერთ კონკრეტულ საქმეს, ან ძალიან მკაფიოდ გაუსვამს ხაზს იმ თემებს, რაშიც მოგვიწევს მეტი პასუხიმგებლობების გამოჩენა. ეს პლანეტა, როგორც მკაცრი მასწავლებელი, გვაჩვენებს რა უნდა გავაკეთოთ და რა არის მნიშვნელოვანი. სატურნი ყოველთვის არის მოთმინება და პასუხისმგებლობა, მისი რეტროგრადულობა დაგვაბრუნებს ისეთ საქმეებთან, რომელიც არ დაგვისრულებია, ან არ გამოგვიჩენია სათანადო ყურადღება და მოთმინება, კერძოდ, ეს ეხება იმ საქმეებს, რომელიც გააქტიურდა 2025 წლის 6 აპრილიდან და მოგვიწევს შევაფასოთ დაწყებული და გაკეთებული საქმეები, სიტყვები, დაშვებული შეცდომები ან შეუსრულებელი დაპირებები და ვალდებლებები, სად იყო ილუზიები და სად რეალობა. რეტროგრადული სატურნის პერიოდში, ჩვენ ვიწყებთ უფრო რეალისტურად აღვიქვათ მოცემულობა, თუმცა, ამავდროულად ახასიასიათებს ამ რეალობის ნეგატიურად და პესიმისტურად შეფასება. სატურნის მარყუჟი შედგება სამი ეტაპისაგან: პირველი ეტაპი დაიწყო 2025 წლის 6.04- 13.07 ჩათვლით, ამ პერიოდში, სატურნი ჯერ კიდევ მოძრაობდა წინ, მაგრამ უკვე იმყოფება იმ სივრცეში, საიდანაც დაიწყო უკუსვლას, შემდეგ უკვე იწყება მისი რეტროგრადული მოძრაობის პერიოდი, რომელიც აქტიური იქნება 13.07-დან - 28.11-ის ჩათვლით, სატურნი, ამ პერიოდში დაუბრუნდება იმ წერტილს, სადაც იდგა 6 აპრილს, და შემდეგ 2025 წლის 28.11-დან 2026 წლის 3.03-ის ჩათვლით სატურნი ხელმეორედ გაივლის იმ გრადუსებს, რომელიც გაიარა 2025 წლის 6.04- 13.07 ჩათვლით.

რეტროგრადული სატურნი, თითქოს ქმნის ბარიერებს და არ გვაძლევს წინსვლის შესაძლებლობას, სანამ არ იქნება წარსულის ამოცანები ბოლომდე შესრულებული, ის გვაძლევს გარკვეულ სამუშაოებს, საბუთებს ან ურთიერთობებში ამოცანებს შესასრულებლად. ამ რეტროგრადის პერიოდში, გვაქვს ორი მნიშვნელოვანი წერტილი: პირველი, როდესაც სატურნი გადაკვეთს საზღვარს ვერძსა და თევზებს შორის, რომელიც მოხდება 2025 წლის 2 სექტემბერს და მეორე წერტილი იქნება 2026 წლის 15 თებერვალს, ამ დროს, ეს პლანეტა, მთელი 30 წლით დატოვებს თევზებს და საბოლოოდ გადავა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში.

2 სექტემბერს, როდესაც სატურნი ოფიციალურად დაუბრუნდება თევზების ზოდიაქოს ნიშანს, გაჩნდება განცდა, რომ დავუბრუნდით იმ სივრცეს, რომელიც თითქოს უკან მოვიტოვეთ. მის რეტროგრადს, შეუძლია შეაფერხოს გარკვეული პროცესების განვითარება, იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ მიღებული გაკვეთილები, ყველაფერი გავაკეთოთ საფუძვლიანად და ზედმიწევნით. ხშირად ასეთ პერიოდებში, ჩვენ ვცვლით დღის განრიგსა და წესრიგს. სატურნი სოციალური პლანეტაა და მისი ტრანზიტი გავლენას ახდენს სოციუმზე და სოციალურ პროცესებზე, ხოლო პირადის დონეზე, მისი რეტროგრადი გვაიძულებს გავაანალიზოთ, თუ რა როლი გვიკავია სოციუმში, როგორია ჩვენი გავლენა, წონა და ავტორიტეტი საზოგადოებაში. ასეთ დროს, სისტემურად უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა სამუშაოს ორგანიზებისა და დასაქმებულობის მიმართ, აგრეთვე გადახედოთ თქვენს გრძელვადიან მიზნებსა და მზაობას მათ შესასრულებლად.

საბოლოოდ, სატურნი თევზების ზოდიაქოს დატოვებს 2026 წლის 15 თებერვალს“, - წერს ნინა ხომერიკი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რომელ რიცხვებში იბადებიან კონფლიქტური და ემოციური ადამიანები - თაკო მელიქიშვილის განმარტება

„საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს გვიზიარებს სალომე ჭაჭუა

მარიამ შარმანაშვილი წინასაქორწინო ცერემონიიდან მორიგ კადრებს გვიზიარებს