
2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.
რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ მოვლენაზე, რა გავლენას მოახდენს ის ადამიანებზე და რა არ უნდა გავაკეთოთ მიმდინარე დღეებში - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა:
„ძალიან ბევრ წელზე მოახდენს გავლენას ეს დერეფანი. სამყარო იცვლის ფერს, ფორმას, ტრადიციებს, ღირებულებებს, ფასეულობებს, წარმოდგენებს და გადავდივართ ახალ მოწყობაზე, ეს უკვე მსოფლიოს და საქართველოსაც ემჩნევა.
დღევანდელი მოქმედებების სისწორეს 6 თვის შემდეგ ვიგრძნობთ. ნებისმიერი დაბნელება კავშირშია ქვეცნობიერთან, ანუ ჩვენი ქვეცნობიერი გადის გენერალურ დასუფთავებას, რა დროსაც თუ ბევრი სიბინძურე დაგროვდა აქედან გამოსვლა უჭირს და ეს ადამიანს აწუხებს. ასეთ დროს ხშირია თავის ტკივილი, წნევა, ორიენტაციის დაკარგვა, აგრესიულობა.
ერთი კვირა გვაქვს ბედობა, ანუ რასაც ამ პერიოდში დავიბედებთ შემდეგი წლების მანძილზე ეს იქნება აქტუალური. მალე ახალი წელი მოდის, ნამდვილი ახალი წელი - 20 მარტს.
პერიოდი საშუალებას გვაძლევს, ვინც აქამდე ურთიერთობაში არ იყო შეძლოს ყოფნა, წყენა, ტანჯვა, ტკივილი გაუშვას წარსულში. ასევე ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამსახური და ფინანსები - თუ მოვახერხებთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ამ კვირის მანძილზე, კარგი იქნება. ახალი წამოწყებები, ახალი სამსახური არ არის სასურველი. ცრუ შემოთავაზებები იქნება აუცილებლად და ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში გამოჩნდებიან მათთან შეძლებთ გამოასწოროთ ყველაფერი“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ: