თებერვალი, როგორც წესი, ბევრი ადამიანისათვის გარდამტეხი პერიოდია, რადგანაც ის ზამთრის დასრულებასთან და გაზაფხულის მოახლოებასთან ასოცირდება.
ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის სურვილი გვიჩნდება და ახალი გამოწვევებისათვის ვემზადებით.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, მწვანე ხის დრაკონის წელი 2024 წლის 10 თებერვალს იწყება. ამიტომ ეს თვე განსაკუთრებული ენერგიით, ძალითა და სიბრძნით იქნება სავსე. აღნიშნული პერიოდი ყველაზე ამბიციური და სერიოზული ცვლილებების განსახორციელებლად იდეალურია. ყველაფერი, რის გაკეთებასაც თებერვლის დასაწყისში გეგმავთ, დრაკონის მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, რომელიც პუნქტუალურობას, პასუხისმგებლობასა და მონდომებას განსაკუთრებით აფასებს.
შეიძლება ითქვას, რომ ზამთრის ბოლო თვეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გრანდიოზული ცვლილებები დაგეგმოთ და ,,მთები გადააადგილოთ.“ საოცარ მოტივაციას იგრძნობთ და ყველაფერი, რაც ადრე რთულად და წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ, ახლა მარტივად გამოგივათ. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუკი დიდი ხანია, რაიმეს დაწყება, შესწავლა, გარდაქმნა, ცხოვრების სხვა ეტაპზე გადაყვანა გსურთ, ეს თებერვალში დაგეგმეთ. წლის მთავარი სიმბოლო განსაკუთრებით დაგეხმარებათ და ყველა იმ მიმართულებაში, რომელშიც დიდ მონდომებასა და შრომისმოყვარეობას ჩადებთ, იღბალსა და გამართლებას გპირდებათ.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ შედარებით საყურადღებო თარიღებია: 6, 14, 17, 24, 28 თებერვალი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეებში კომუნიკაცია გართულებულია და შესაძლოა, გარკვეულ სირთულეებსა და ისეთ დაბრკოლებებს წავაწყდეთ, რომლებიც გათვალისწინებული არ გვქონდა.
თვის ყველაზე ხელსაყრელი თარიღებია: 8, 10, 15, 26 თებერვალი. აღნიშნულ დღეებში განსაკუთრებულ მოტივაციასა და ენერგიას იგრძნობთ და გექნებათ შანსი, თქვენი პოტენციალი, ნიჭი, უნარები და შესაძლებლობები, სრულად გამოავლინოთ.
ზოგადად, თებერვალი შესაძლოა, ნაყოფიერი ნიადაგი გახდეს იმისა, რომელზედაც შემდგომ ეტაპებზე ძალიან წარმატებული და თქვენთვის ხელსაყრელი საქმეები აღმოცენდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დრაკონი შრომისმოყვარე, მონდომებულ ადამიანებს განსაკუთრებით აფასებს. ამიტომაც, თუ თვის განმავლობაში ინიციატივებს გამოხატავთ, პასუხისმგებლობებს აიღებთ და მოინდომებთ, მისგან შესაბამისი მხარდაჭერაც გექნებათ.
იდეალური დროა, საბოლოოდ გათავისუფლდეთ მტკივნეული წარსულისაგან და ახალი, ბევრად უფრო ძლიერი და საიმედო საფუძველი შექმნათ.
რა არ უნდა გააკეთოთ თებერვალში?
ამ თვის განმავლობაში უსამართლო, ცუდი ქმედებები იმაზე გაცილებით ,,დასჯადია“, ვიდრე სხვა პერიოდებში, რადგანაც მწვანე ხის დრაკონის წელი, რომელიც აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 10 თებერვლიდან შემოდის, უსამართლობასა და ბოროტ ზრახვებს განსაკუთრებით ებრძვის. ამიტომაც, ნებისმიერი მანიპულაცია, ტყუილი, თვალთმაქცობა, სხვებისთვის ზიანის მიყენება, ან ზიანის მიყენების სურვილი შესაძლოა, უკან ორმაგად დაგიბრუნდეთ და დაგაზარალოთ.
რისი გაკეთება შეგიძლიათ თებერვალში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს თვე ყველაზე ამბიციური, გრანდიოზული, ახალი საქმეების დასაწყებად და იდეების განსახორციელებლად იდეალურია. თქვენი ბევრი წამოწყება იმაზე უკეთესად წარიმართება, ვიდრე შესაძლოა, წარმოიდგინოთ.
თებერვალში ბევრი ადამიანი ცხოვრების მთავარ სიყვარულსა და მეგზურს იპოვის და სასიამოვნო თავგადასავალსაც შექმნის. ნუ დაკარგავთ დროს უმნიშვნელო საქმეებსა და პროექტებზე. დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების და ნახავთ, რომ ყველა წამოწყება წარმატებით დასრულდება და მთელი წლის განმავლობაში ეს ენერგია გაგყვებათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უსაზღვროდ მიყვარხარ, მადლობა ყველაფრისთვის...“ - მარიამ მათიაშვილის ემოციური მილოცვა თეა დარჩიას
წყარო: www.beaumonde.ge