ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა. ქარმა სახურავი გადახადა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
👉 ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დააზარალა
პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონის მერები.
„ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილების გაწმენდა წუხელვე მოხდა. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩია.
სახელმწიფო რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა მესტიის მიმართულებით გზის საკითხზეც, მისი განმარტებით, წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად, ცენტრალურ გზაზე ჩაკეტილი 19 მოქალაქისა და მანქანების ტერიტორიიდან გამოყვანა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენი დამსახურებაა, რომ მე ასეთი ლაღი ვარ“ - აჩიკო სოლოღაშვილის ემოციური მიმართვა დედას