Digest Logo

🎥 რა არის 3-6-9 პრაქტიკა: როგორ უნდა ჩავწეროთ სურვილები უსასრულობის ნიშანში - თიკა ქოქაშვილის რეკომენდაციები

1780386381
თიკა ქოქაშვილი

რა არის 3-6-9 პრაქტიკა - როგორ უნდა ჩავწეროთ სურვილები უსასრულობის ნიშანში  და რა დანიშნულება აქვს რიტუალს? - აღნიშნულის შესახებ ფენ-შუის სპეციალისტმა თიკა ქოქაშვილმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„3-6-9 პრაქტიკისთვის უნდა ავიღოთ ფურცელი, უმჯობესია ბლოკნოტი. 21 დღეზე ნაკლები მსგავსი პრაქტიკების კეთებას აზრი არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია ქვეცნობიერმა დაამუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს მივაღწევთ. 21 დღიდან შეგვიძლია განვაახლოთ. 90 დღე შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ 21 დღიდან 90 დღემდე უნდა ვწეროთ, ყოველდღე.

წერილები უნდა იყოს აწმყოში დაწერილი. ერთი და იმავეს წერთ დღის განმავლობაში. ჯერ სამჯერ, შუადღეს ისევ გახსენით ბლოკნოტი და 6-ჯერ ჩამოწერეთ იგივე, ასევე საღამოს 9-ჯერ. ამას აკეთებთ მუდმივ რეჟიმში. დააყენეთ მაღვიძარა ერთი და იმავე დროს. 21 დღე არის მინიმალური. რაც უფრო ხანგრძლივია, უკეთესია ეს პროცესი. აუცილებელია დილით დავიწყოთ პროცესი, რადგან ამ დროს ტვინი იღვიძებს და შენც ფიქრობ რომ ახალ რეალობაში იღვიძებ.

სასურველია, იყოს დღიური და ხელით დაწერილი, არანაირი ინტერნეტსივრცე და ტექნოლოგიები. დაიწყეთ პატარ-პატარა სურვილებით. ზუსტი დებულება ამ პრაქტიკის არ იციან და ტესლას არ უწერია რატომ იყენებდა ამას. არ უნდა წარმოთქვა ხმამაღლა, თუმცა უნდა იგრძნო რომ გინდა“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რიტუალი „საფირონის დერეფნის“ პერიოდისთვის“ - რჩევები თამუნა იოსელიანისგან

⭕ „მარტოხელებისთვის იზრდება შანსი, გაიცნონ საინტერესო ადამიანი“ - დღის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივნისს რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს