გეგმები უმიზეზოდ ჩაგეშალათ? ცუდი დღე გქონდათ ყოველგვარი ლოგიკური მიზეზის გარეშე? ენერგია არ გაქვთ და ამასთანავე ნერვები გეშლებათ? შესაძლოა, სწორედ ავ თვალთან გქონდეთ საქმე.
1) რა არის ავი თვალი;
2) როგორია გათვალვის სიმპტომები;
3) როგორ დავიცვათ თავი.
1️⃣ რა არის ავი თვალი? წარსულში მქონდა ბედნიერება გავცნობოდი კვანტური ფიზიკისა და მექანიკის ხედვას ენერგიაზე, კონკრეტულად კი უარყოფით ენერგიასა და მის გამოვლინებებზე (ავი თვალი, შავი მაგია და ა.შ… სხვათა შორის, ეს მეცნიერებები ყოველივე ამას დიდწილად აღიარებენ). სულ ცოტა ხნის წინ მომინდა ამ სტატიების ისევ წაკითხვა, მართალია ეს სტატიები ვეღარ ვიპოვე, მაგრამ ძებნის პროცესში მივაგენი ავი თვალის ფენომენის ძალიან საინტერესო განმარტებას.
🏺ანტიკურ საბერძნეთში, პითაგორას სკოლის წევრებმა, მათ შორის ემპედოკლემ, წამოწიეს ავ თვალთან დაკავშირებული თეორია. ყველას ჰქონდა გაგონილი ავი თვალის შესახებ, თუმცა ვერავინ ხსნიდა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ფილოსოფოსებმა და მეცნიერებმა დაასკვნეს შემდეგი: სამყარო ჩვენს გარშემო არის ჩვენი თვალებისა და გონების პროექცია, მაშასადამე, თითოეული ადამიანი თვალებიდან ასხივებს თავის შინაგან სამყაროს. სინათლე, რომელიც გარდატყდება მხედველობის აპარატში, აგრეთვე გამოდის გარეთ და სწორედ ამ გზით ჩვენი შინაგანი სამყარო და ენერგია „გადმოინთხევა“.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის შინაგანი სამყარო მძიმე, ბნელი და უარყოფითია, წარმოიქმნება ავი თვალი. მარტივად რომ ვთქვათ: თუ სხეულს გააჩნია ენერგია, მას შესწევს ამ ენერგიის გამოსხივებისა და გაზიარების უნარი. თუ ჭურჭელში ნეგატიური ენერგიაა, ის გადასდებს ამ უარყოფით მუხტს სხვა სხეულს. შესაბამისად, თუ პიროვნებას ცნობიერად ან არაცნობიერად გააჩნია „სიბნელის მარცვალი“, ის ნებსით ან უნებლიედ გადმოგდებთ ამ ნეგატიურ მუხტს. ავი თვალი შესაძლოა იყოს მიზანმიმართულიც, თუმცა უმეტესწილად ის გახლავთ უნებლიე.
ავი თვალი ჰგავს ჭუჭყსა და ბაქტერიებს, რომლებსაც ვუზიარებთ ერთმანეთს ქუჩაში მხრის გაკვრისას ან გადავდებთ ხელის ჩამორთმევისას. ავი თვალი არის მარტივი, თუმცა საკმაოდ ეფექტური ნეგატიური ენერგიის წარმონაქმნი, რომელიც მოკლე დროში, სწრაფად ცდილობს ადამიანის ცხოვრებაში მაქსიმალური არეულობისა და პრობლემების შემოტანას.
2️⃣ როგორია ავი თვალის სიმპტომები? იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად გაიგოთ, სიმპტომები ორად უნდა დავყოთ:
1) სიმპტომები უშუალოდ გათვალვის მომენტში და 2) გათვალვის შემდგომ.
1. სიმპტომები უშუალოდ გათვალვის მომენტში:
• უეცარი ცრემლდენა და თვალების წვა.
• უსიამოვნო ჟრუანტელი, ჟრჟოლა, ჩხვლეტა ან შფოთვა.
• უმიზეზო თავის ტკივილი.
• სამკაულების, ღილების, ამულეტებისა და თილისმების აწყვეტა.
• თმის ახლართვა.
• ფეხის წამოკვრა ან გადაბრუნება, ნივთების ხელიდან გაგდება, ჭურჭლის ან სხვა ფაქიზი ნივთების მსხვრევა.
2. გათვალვის შემდგომი სიმპტომები:
• მოულოდნელი, კონტრასტული ხასიათის ცვლილებები ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
• უცნაური სიმძიმე მხრების ან კისრის ზონაში.
• თავის ან/და თვალების ტკივილი.
• მომენტალური გადასვლები აგრესიულობასა და უენერგიობას შორის.
• უმიზეზოდ სიტყვიერი თუ აზრობრივი თავდასხმა, აგრესია თუ დაპირისპირება საყვარელ ადამიანებთან.
• წამოწყებული საქმიანობის ან გეგმის ჩაშლა/არევა.
• უიღბლობები, შინაგანი უიღბლობის განცდა და უბრალოდ „ცუდი დღე“.
3️⃣ როგორ ვებრძოლოთ ავ თვალს?
❌ არ ისაუბროთ გეგმებზე, სანამ ბოლოში არ გახვალთ (არავისთან!).
❌ არ იტრაბახოთ და არ შეახარბოთ სხვებს თქვენი წარმატებები ან სიხარული (სიტყვიერად, ფოტოებით თუ სხვა საშუალებით).
❌ თავი შეიკავეთ ბედნიერების ან ბედნიერი მომენტების ყველასთან მომენტალურად გაზიარებისგან - განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვისზეც გული ცუდს გიგრძნობთ. თქვენი წარმატება ყველას ისე არ გაუხარდება, როგორც თქვენ.
⚔️ შეუკვეთეთ სპეციალისტს და ატარეთ ძლიერი დამცავი ამულეტები.
🧿 შესაფერისი დროისა და გარემოს შემთხვევაში ატარეთ მუქი სათვალე, რომელიც კარგად ფარავს თვალს.
🧿 ხშირად გაწმინდეთ სივრცე და გაიწმინდეთ ენერგეტიკულად საკუთარი თავიც. ამისათვის შეიძლება გამოგადგეთ: მარილი, პალო სანტო, თეთრი სალბი და სხვა გამწმენდი მცენარეები…
🧿 დაეუფლეთ თავდაცვით მაგიას.
🧿 უსმინეთ საკუთარ სხეულს და გულს!
ავტორი: Svart.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕19 თვისება, რომელიც მაღალი ინტელექტის ადამიანებს აქვთ
🎥 „დანიელს ბუცებში ეწილება...“ - სოსო ნებიერიძე შვილების ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕როგორ შეწყვიტოს ადამიანმა შიში და დაამშვიდოს საკუთარი ფსიქიკა?