ენდომეტრიოზი ერთ-ერთი გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა 25-40 წლის ქალებში, რომლის დროს ენდომეტრიუმის ( საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი შრის) უჯრედები საშვილოსნოს გარეთ ვითარდება.
ნორმაში ენდომეტრიუმი ყოველ თვე სქელდება და მენსტრუაციის დროს ჩამოიფცქვნება, ხოლო ენდომეტრიოზის შემთხვევაში მსგავსი ცვლილებები საშვილოსნოს გარეთ არსებულ კერებშიც ხდება.
ძირითადი მიზეზებია👇
ჰორმონალური დარღვევები, გენეტიკური ფაქტორი, ქირურგიული ჩარევები (აბორტი, საკეისრო კვეთა), ინფექციები, საშვილოსნოს შიდა სპირალი.
არსებობს გენიტალური (საშვილოსნოს ყელი, მილები, საკვერცხეები) და ექსტრაგენიტალური (ნაწლავები,საშარდე სისტემა, ჭიპი) ფორმები.
⚠️სიმპტომები: მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაცია, მენსტრუაციათაშორის სისხლიანი ან მოყავისფრო გამონადენი, ციკლის დარღვევა, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, უშვილობა.
🔎დიაგნოსტიკა: ულტრაბგერითი კვლევა, ჰისტეროსკოპია, კოლპოსკოპია, თუმცა ოქროს სტანდარტად დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია ითვლება.
მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული (ჰორმონალური) და ქირურგიული. ენდომეტრიოზის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჰორმონალური პროფილის კონტროლი და ფარისებრი ჯირკვლის პათოლიგიის დროული მკურნალობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕7 რამ, რაც ყოფილ პარტნიორს დაშორების შემდეგ არასდროს უნდა მისწეროთ