Digest Logo

🎥 რამდენად აისახება მენოპაუზა ქალის სახის კანზე და რა სიმპტომები ახლავს პერიოდს - ნათია თოდუას განმარტება

1792325700
ნათია თოდუა

მენოპაუზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 18 ოქტომბერს აღინიშნება.

დღის მიზანია საზოგადოების ინფორმირება მენოპაუზის შესახებ, ქალთა ჯანმრთელობის მხარდაჭერა და ამ პერიოდთან დაკავშირებული სტიგმების მოხსნა. 

რამდენად აისახება მენოპაუზა ქალის სახის კანზე და რა სიმპტომები ახლავს პერიოდს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შაბათ-კვირის დილა“ დერმატოლოგმა ნათია თოდუამ ისაუბრა:

„მენოპაუზა მხოლოდ რეპროდუქციული ერის დასასრული არ არის, ჩვენი კანი საკმაოდ მგრძნობიარეა ჰორმონალური ცვლილებების მიმართ, მათ შორის ესტროგენის შემცირებაც აისახება კანზე, რაც გამოიხატება სიმშრალეში და სხვადასხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებში.

ჩვენი კანის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა კოლაგენის გამომუშავება, ამ ფუნქციას კი ესტროგენის შემცირება აქვეითებს, კანი კარგავს ელასტიკურობას, დუნდება. ჩქარდება დაბერების რიგი პროცესები“, - ამბობს ნათია თოდუა.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 18 ოქტომბერს მენოპაუზის მსოფლიო დღე აღინიშნება - რას ურჩევს 40+ ქალებს ცნობილი გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი

🎥 „სულ ის მეფიქრება, როგორი სხვანაირი იქნებოდა ყველაფერი, შენ რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყავი“ - ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე

⭕თიკა ფაცაცია 45 წლის გახდა - ტელეწამყვანი დაბადების დღე კოპენჰაგენში შეხვდა

✕