სავსემთვარეობის პერიოდი 1-3 მაისი!
სავსემთვარეობის დღეებში, განსაკუთრებით კი ღამით, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ნიშნებსა და მინიშნებებს.
თუ ჭურჭელი იბზარება ან ტყდება, სასურველია ის სახლიდან გარეთ გაიტანოთ (თუნდაც აივანზე) - ეს არის ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა თქვენზე თავდასხმა იგეგმებოდეს ან ვიღაცას თქვენთვის ცუდი უნდოდეს.
თუ ტანსაცმელი იხევა, გარდერობის ელემენტები ზიანდება, გეკარგებათ სამკაულები ან ქვები – ეს თქვენთვის ძლიერი ნიშანია!✨
სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხშირად მოდის მინიშნებები ან წინასწარმეტყველური სიზმრები. შესაძლოა გამოგეცხადონ თქვენი საგვარეულოს სულები ან მონათესავე სულები.
🍀 რა არის სასურველი:
ატარეთ ნაზი ნარინჯისფერი ან ცისფერი ტანსაცმელი. ისურვეთ სიკეთე, განსაკუთრებით ახლობლებისთვის. ილოცეთ (ითხოვეთ) ჯანმრთელობა და კეთილდღეობა თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის. შერიგება. პატიების თხოვნა. შეცდომების აღიარება. ნეგატიური ზეგავლენისგან დაცვის დაყენება. შეგიძლიათ ზღურბლზე ცოტა მარილი მოაყაროთ დასაცავად. გააკეთეთ კეთილი საქმე, მაგალითად, დააპურეთ უსახლკარო ცხოველები. გადარიცხეთ მცირე თანხა ქველმოქმედებაში.
⛔ არ შეიძლება:
ჩხუბის წამოწყება, განსაკუთრებით საღამოს და ძილის წინ.ცუდ ფიქრებში ყოფნა, სევდიან მოგონებებში ჩაძირვა.ლანძღვა-გინება, წყევლა ან სხვა ცუდი სურვილების დაგზავნა.დაპირებების მიცემა არ ღირს, გადადეთ სხვა დროისთვის. შავი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა — ის ნეგატიურ ენერგიას იზიდავს.არ ეწვიოთ სასაფლაოებს.არ მიიღოთ საჩუქრები, განსაკუთრებით უცხო ან ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისგან (თუ ეს თქვენი დაბადების დღე არ არის).არ მისცეთ მეზობლებს მარილი, პური (ფქვილი), ასანთი (სანთებელა) – უარი უთხარით.
✍️ აფირმაცია:„სავსე მთვარემ მე ჯანმრთელობა მომიტანა!“(ან ბარაქა, სიყვარული, სამსახური - ის, რაც თქვენ გჭირდებათ).
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის“ - გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს
⭕„საოცრად გამოიყურები“ - მარიამ შენგელია კომოს ტბასთან პოზირებს