ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს იმ ნივთის შესახებ აფრთხილებს, რომელიც, მისი თქმით, წარმატებას ბლოკავს და სახლში არ უნდა ჰქონდეთ:
„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში.
ეს არა მარტო ბლოკავს თქვენს წარმატებას, ის იწვევს შეპყრობას და დაბალვიბრაციული ენერგიების გადმოსვლას თქვენს ასტრალურ თუ ფიზიკურ სხეულზე.
ეს არის ე.წ. თვალი, რომელსაც ხშირად ვკიდებთ ხოლმე შემოსასვლელში. ასევე, ეს ნივთი გვხვდება სხვადასხვა სამაჯურებსა და ყელსაბამებზე.
ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის, ენერგეტიკული დაზიანების“, - ამბობს გოგა მანია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები“ - მარიამ შენგელია კომოს ტბასთან პოზირებს