Digest Logo

რა დიზაინი გააძლიერებს სიუხვის ნაკადს და ფრჩხილის რომელი ფორმა უნდა აირჩიოთ ოქტომბერში

1791617451
მანიკიური მანიკიური

ოქტომბრის ფინანსური მანიკიური 🌈

რეკომენდაციები თქვენი 9 სახლის მიხედვით ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოქტომბერში -„ლითონის“ თვეში, რომელიც სტრუქტურის, დახვეწილი გემოვნებისა და სწორი ინვესტიციების დროა, მათ შორის საკუთარ თავში ინვესტირებისაც.

ინებეთ რეკომენდაციები: რომელი ფერი შეეფერება თქვენს სახლს, რომელი დიზაინი გააძლიერებს სიუხვის ნაკადს და ფრჩხილის რომელი ფორმა უნდა აირჩიოთ.

💒 3 სახლი

💙 ძირითადი ფერი - ლურჯი წყლის ფერი: სიღრმე, მოძრაობა და დაბრკოლებების გვერდის ავლის უნარი. სექტემბერში ლურჯი ფერი მოქნილობასა და სიცხადეს განიჭებთ. დიზაინი - საზღვაო თემატიკაზე: ტალღები, მოციმციმე გრადიენტები და წყლის ეფექტები. არანაირი მკვეთრი კუთხეები, მხოლოდ სირბილე და დინამიკა.

💅 ფრჩხილის ფორმა - მომრგვალებული.

💒 1, 6 და 7 სახლი

ძირითადი ფერი - ნაცრისფერი ეს არის მშვიდი ძალის ფერი. სველი ასფალტი, თაგვისფერი ნაცრისფერი, გრაფიტი - ეს ტონები გადმოსცემს გზავნილს: „არ ვფორიაქობ, სიტუაციას ვაკონტროლებ“. იდეალური დიზაინია წრეები, ოვალები და რბილი ხაზები. დაამატეთ ვერცხლისფერი ელემენტები, ბრჭყვიალები, სტრაზები, თუმცა ზომიერად.

💅 ფრჩხილის ფორმა - მომრგვალებული.

💒 2, 4, 9 სახლი

❤️ ძირითადი ფერი - წითელი ცეცხლის, ვნებისა და თამამი თვითგამოხატვის ფერი. სექტემბერში წითელი ფერი თქვენი ლიდერობისა და წარმატების განცხადებაა. აირჩიეთ მინიმალისტური დიზაინი, ან თამამი აქცენტები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროსფერი ელემენტები ან ბრჭყვიალები, ოღონდ ისე, რომ საერთო იერსახე დახვეწილი და მდიდრული დარჩეს.

💅 ფრჩხილის ფორმა - წვეტიანი.

💒 5, 8 სახლი

🤎 ძირითადი ფერი - ყავისფერი / ბეჟი მიწის ტონები: სტაბილურობა, ზრუნვა, საიმედოობა. ის, რაც სიმყარეს გვძენს. დიზაინში კვადრატები, გეომეტრია, მკაფიო ხაზები. არანაირი ქაოსი, მხოლოდ სტრუქტურა და წესრიგი.

💅 ფრჩხილის ფორმა - კვადრატული.

როგორ განვსაზღვროთ ჩვენი სახლი❓

1 სახლი, წლები -1936, 45, 54, 63, 72, 81, 90, 99, 2008

2 სახლი, წლები - 1935, 44, 53, 62, 71, 80, 89, 98, 2007

3 სახლი, წლები - 1934, 43, 52, 61, 70, 79, 88, 97, 2006

4 სახლი, წლები - 1933, 42, 51, 60, 69, 78, 87, 96, 2005

5 სახლი, წლები - 1932, 41, 50, 59, 68, 77, 86, 95, 2004

6 სახლი, წლები - 1931, 40, 49, 58, 67, 76, 85, 94, 2003

7 სახლი, წლები - 1930, 39, 48, 57, 66, 75, 84, 93, 2002, 2011

8 სახლი, წლები - 1929, 38, 47, 56, 65, 74, 83, 92, 2001, 2010

9 სახლი, წლები - 1937, 46, 55, 64, 73, 82, 91, 2000, 2009

❗️მნიშვნელოვანია თუ 1.01-დან 4.02-დე პერიოდში ხართ დაბადებული აიღეთ წინა წლის მონაცემი.

მაგალითად: თუ დავიბადე 3.02.1982 (ვიღებ 1981 წლის მონაცემს), ჩემი დაბადების სახლია - 1.

ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„10.10 ძლიერი წინსვლის დღე: ახალმთვარეობა აგისრულებთ იმას, რაზედაც დღეს იოცნებებთ!“ - თაკო მელიქიშვილი

⭕„გამორიცხეთ ლაშქრობა და მსგავსი აქტივობები...“ - 10 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 ოქტომბერს საქართველოში

✕