ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.
იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:
„მორიელი, დეკემბრის პროგნოზი:
დეკემბრის მეორე ნახევრიდან მორიელებთან სრულდება წინა თვეების გამოწვევები. საჭიროა გააანალიზოთ და დაასრულოთ იმ პრობლემების გამომწვევი მიზეზები, რომელიც შეგექმნათ ბოლო პერიოდის მანძილზე.
პარტნიორულ ურთიერთობაში, აუცილებელია შინაგანი ჰარმონიის მიღწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გამწვავდება მანამ, სანამ არ გადაჭრით გამოწვევებს.
მოგეთხოვებათ ღირებულებებისა და მიდგომების შეცვლა. ეჭვები, კონტროლის სურვილი და პარტნიორის გადაწყვეტილებაში ჩარევა, დაგატრიალებთ იგივე წრეზე. თუ ამის მიღწევა შეუძლებელია, უმჯობესია დაასრულოთ ასეთი კავშირი.
ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, მოგეთხოვებათ თანასწორობა და გარშემომყოფების პირადი სივრცისა და თავისუფალი არჩევანის პატივისცემა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ ყველასთვის სასიკეთო შედეგს.
დაკისრებული პასუხისმგებლობები, რომელიც გამოიარეთ სამსახურებრივი თვალსაზრისით, დეკემბრიდან მოიტანს ფინანსურ სარგებელს. არის შემოსავლის ზრდის მაჩვენებელი. თვის მეორე ნახევრიდან, შეგიძლიათ ახალი საქმე წამოიწყოთ, ან არსებული გააფართოოთ.
ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია სასუნთქი გზები, იმუნიტეტი და ნერვიული სისტემა. საკუთარ თავს და გარშემომყოფებს თუ თავისუფლებას მიანიჭებთ, თავიდან აირიდებთ ენერგიის უკონტროლო ხარჯვას და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 10;11;15;16;18;19;22;23;
დეკემბრის დაძაბული დღეები: 3;5;6;7;9;13;14;17;20;21;24;26;27;30;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 1;2;4;8;25;28;29;31“, - წერს ხატია ბედოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჩახშული აგრესიის 7 ნიშანი - როგორ მუშაობს შეუმჩნეველი წინააღმდეგობა ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ
⭕27 ნოემბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი