ხატია ბედოშვილი არის ასტროლოგი და წიგნის ავტორი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ასტროლოგიური პროგნოზებისა და კონსულტაციების მიმართულებით. იგი საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სტუმრობითა და ყოველკვირეული თუ ყოველთვიური ასტროლოგიური მიმოხილვებით.
იგი „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს უზიარებს:
„მშვილდოსანი, დეკემბრის პროგნოზი:
დეკემბრიდან მშვილდოსნები იგრძნობენ ენერგიის აღდგენას, რომელიც ბოლო სამი თვის მანძილზე რთული, ან შეუძლებელი იყო. განვლილი გამოცდილებების ფონზე, აუცილებელია მიდგომებისა და ღირებულებების შეცვლა თქვენი ცხოვრების იმ სფეროებში, რომელშიც პრობლემა შეგექმნათ.
ძველებური გზებით წინ ვერ წახვალთ.
ნათესავლებთან და დედმამიშვილებთან ურთიერთობის ჰარმონიზაციისთვის, აუცილებელია მიიღოთ მათი ღირებულებები და გადაწყვეტილებები. ნუ ჩაერევით მათ პირად საქმეებში.
ჰარმონიული თვეა ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით. სამსახურებრივი სირთულეები დასასრულს უახლოვდება. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ პოზიცია, ან ახალი საქმე წამოიწყოთ. ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გამოავლინეთ დაგიფასდებათ. არის სწავლის დაწყების, მოგზაურობის და უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების შანსი, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან.
პარტნიორულ ურთიერთობაში, ახალ ეტაპზე გადასვლა და მეგობრული ურთიერთობის აშენება მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემას ვერ გადაჭრით.
შესაძლოა მოგიწიოთ საცხოვრებელი სახლის, ქალაქის, ან ქვეყნის შეცვლა გაუმჯობესების თვალსაზრისით. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სუსტია ნერვიული სისტემა.
დეკემბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 10;11;13;14;18;19;20;21;22;23;
დეკემბრის დაძაბული დღეები: 1;2;8;15;16;17;24;27;30;
დეკემბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად: 3;4;5;6;7;25;26;28;29;31“, - წერს ხატია ბედოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ტრადიციულად ამ რიცხვში საინტერესო და ეფექტური ტექნიკები კეთდება...“ - რა უნდა გააკეთოთ 27 ნოემბერს?
⭕როგორ გახდეთ უფრო ქალური? 7 მარტივი რჩევა ჩაცმის, მაკიაჟისა და ქცევის შესაცვლელად