პარის სენ-ჟერმენმა ოფიციალურ ვებგვერდზე სამედიცინო ანგარიში გამოაქვეყნა და ოთხი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:
„ხვიჩა კვარაცხელია და ალესანდრო ლონგონი მკურნალობის პროცესს განაგრძობენ.
დეზირე დუეს უახლოეს დღეებში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.
მარცხენა ბარძაყის კუნთში დისკომფორტის გამო, ნუნო მენდეში სიფრთხილის მიზნით ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით ვარჯიშობს“, – ვკითხულობთ პარიზული კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა მიიღო.
ამ ეტაპზე პსჟ-ს კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. რაც შეეხება ნუნუ მენდეშს, პორტუგალიელიც რეაბილიტაციის პროცესს გადის.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მნიშვნელოვანი თემა წყვილებისთვის! - რას წერს ფსიქოთერაპევტი მარტოობის და მიტოვების შიშზე