სექტემბრის ფინანსური მანიკიური 🌈
რეკომენდაციები თქვენი 9 სახლის მიხედვით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტემბერში -„ლითონის“ თვეში, რომელიც სტრუქტურის, დახვეწილი გემოვნებისა და სწორი ინვესტიციების დროა. მათ შორის საკუთარ თავში ინვესტირებისაც.
რომელი ფერი შეეფერება თქვენს სახლს, რომელი დიზაინი გააძლიერებს სიუხვის ნაკადს და ფრჩხილის რომელი ფორმა უნდა აირჩიოთ:
💒 1 სახლი: ძირითადი ფერი - ლურჯი წყლის ფერი: სიღრმე, მოძრაობა და დაბრკოლებების გვერდის ავლის უნარი. სექტემბერში ლურჯი ფერი მოქნილობასა და სიცხადეს განიჭებთ.
დიზაინი - საზღვაო თემატიკაზე: ტალღები, მოციმციმე გრადიენტები და წყლის ეფექტები. არანაირი მკვეთრი კუთხეები, მხოლოდ სირბილე და დინამიკა.
💅 ფრჩხილის ფორმა - მომრგვალებული.
💒 6 და 7 სახლი: ძირითადი ფერი - ნაცრისფერი ეს არის მშვიდი ძალის ფერი. სველი ასფალტი, თაგვისფერი ნაცრისფერი, გრაფიტი - ეს ტონები გადმოსცემს გზავნილს: „არ ვფორიაქობ, სიტუაციას ვაკონტროლებ“.
იდეალური დიზაინია წრეები, ოვალები და რბილი ხაზები. დაამატეთ ვერცხლისფერი ელემენტები, ბრჭყვიალები, სტრაზები, თუმცა ზომიერად.
💅 ფრჩხილის ფორმა - მომრგვალებული.
💒 3 და 4 სახლი: ძირითადი ფერი - მწვანე ზრდის, სიცოცხლისა და ფულის (ბუნებრივ გამოვლინებაში) ფერი. ეს ფლორის ენერგიაა: ნაზი, მაგრამ ამავდროულად მტკიცე. დიზაინში ყვავილები, პეპლები, ფოთლები და ხვეული ელემენტები.
💅 ფრჩხილის ფორმა - მართკუთხა, ან „სტილეტო“.
💒 9 სახლი: ძირითადი ფერი - წითელი ცეცხლის, ვნებისა და თამამი თვითგამოხატვის ფერი. სექტემბერში წითელი ფერი თქვენი ლიდერობისა და წარმატების განცხადებაა. აირჩიეთ მინიმალისტური დიზაინი, ან თამამი აქცენტები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროსფერი ელემენტები ან ბრჭყვიალები, ოღონდ ისე, რომ საერთო იერსახე დახვეწილი და მდიდრული დარჩეს.
💅 ფრჩხილის ფორმა - წვეტიანი.
💒 2, 5 და 8 სახლი: ძირითადი ფერი - ყავისფერი / ბეჟი მიწის ტონები: სტაბილურობა, ზრუნვა, საიმედოობა. ის, რაც სიმყარეს გვძენს. დიზაინში კვადრატები, გეომეტრია, მკაფიო ხაზები. არანაირი ქაოსი, მხოლოდ სტრუქტურა და წესრიგი.
💅 ფრჩხილის ფორმა - კვადრატული.
როგორ განვსაზღვროთ ჩვენი სახლი❓
1 სახლი, წლები -1936, 45, 54, 63, 72, 81, 90, 99, 2008;
2 სახლი, წლები - 1935, 44, 53, 62, 71, 80, 89, 98, 2007;
3 სახლი, წლები - 1934, 43, 52, 61, 70, 79, 88, 97, 2006;
4 სახლი, წლები - 1933, 42, 51, 60, 69, 78, 87, 96, 2005;
5 სახლი, წლები - 1932, 41, 50, 59, 68, 77, 86, 95, 2004;
6 სახლი, წლები - 1931, 40, 49, 58, 67, 76, 85, 94, 2003;
7 სახლი, წლები - 1930, 39, 48, 57, 66, 75, 84, 93, 2002,
2011 8 სახლი, წლები - 1929, 38, 47, 56, 65, 74, 83, 92, 2001, 2010
9 სახლი, წლები - 1937, 46, 55, 64, 73, 82, 91, 2000, 2009
❗️მნიშვნელოვანია თუ 1.01-იდან 4.02-მდე პერიოდში ხართ დაბადებული, აიღეთ წინა წლის მონაცემი.
მაგალითად: თუ დავიბადე 3.02.1982 (ვიღებ 1981 წლის მონაცემს), ჩემი დაბადების სახლია - 1.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: