ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 31 დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„31 დეკემბერი — გილოცავთ მოახლოებულ ახალ წელს!
დღეს დღე მიმდინარეობს ციფრი 7-ის ენერგიით — ეს არის სიღრმის, სიმშვიდისა და შინაგანი გააზრების დრო.
რისი გაკეთება არის რეკომენდებული დღეს:
იოგა, მედიტაცია, მანტრების მოსმენა
სეირნობა სუფთა ჰაერზე, მსუბუქი ფიზიკური აქტივობა
ტაძრის მონახულება, ლოცვა, შინაგანი სიმშვიდის პოვნა
სიმშვიდეში ყოფნა — დღევანდელი გაკვეთილები სულიერი ზრდისთვისაა მოცემული
რისგან სჯობს თავი შევიკავოთ:
სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან და დოკუმენტებზე ხელის მოწერისგან
ეგოიზმისა და ზედმეტი მოთხოვნებისგან — ეს აძლიერებს შიდა დაძაბულობას
პროვოკაციებზე რეაგირებისგან — დღეს ისინი განსაკუთრებით აქტიურია
ექიმთან ვიზიტისგან (თუ გადაუდებელი არ არის)
გაითვალისწინეთ:
დღეს ყველაფერი, რაც ხდება, გვასწავლის მოთმინებასა და შინაგან სიმშვიდეს.
დღეს ოთხშაბათია — მერკურის დღე.
განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც დაიბადა 5, 14 და 23 რიცხვში.
თქვენი ფერები დღეს არის მწვანე და ლურჯი — ისინი ჰარმონიასა და სიცხადეს მოგიტანთ.
გისურვებთ მშვიდ, ნათელ და სიყვარულით სავსე დღეს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„ცეცხლოვანი“ ცხენის წლის სადღესასწაულო მენიუ - რა გვქონდეს სუფრაზე