Digest Logo

რა გავლენას ახდენს კარმა ადამიანის ცხოვრებაზე

1781271552
კარმაკარმა

კარმის წყალობით ვიღებთ იმას, რასაც გავცემთ. კარმა ძლიერად მოქმედებს სასიყვარულო ურთიერთობაზე. სწორედ მასზეა დამოკიდებული, იღბლიანი და ბედნიერი იქნებით თუ არა ამ მხრივ და რამდენად გიმართლებთ პირად ცხოვრებაში.

კარმა თქვენ მიერ წარსულში და წინა ცხოვრებაში ჩადენილი საქციელის ასახვის პრინციპია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ქმედებები და სიკეთის გაკეთების მცდელობები კარგ კარმას გვაძლევს, ცუდს კი – საწინააღმდეგოს და ცუდი კარმისკენ მივყავართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, კარმის პრინციპები ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი ხდება. სიყვარული საკმაოდ რთული, ვნებისა და ყველაფრის მომცველი გრძნობაა. მას შეუძლია, ყველაზე გონიერ ადამიანსაც კი დააკარგვინოს თავი და სისულელეები ჩაადენინოს. ამიტომ, თუ სიფრთხილე და წინდახედულობა არ გამოიჩინეთ, შეიძლება, თავადაც ვერ მიხვდეთ, ისე დააზიანოთ სასიყვარულო კარმა.

სასიყვარულო კარმის დაზიანება და დანგრევა შეუძლია ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას, ეჭვიანობასა და ასე შემდეგ. ჰარმონიულ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობაში მცირედი ეჭვიანობა ან რაიმე მიზეზის გამო წარმოქმნილი დანაშაულის გრძნობაც კი, საგრძნობლად აზიანებს სასიყვარულო კარმას და ურთიერთობა დანგრევამდე მიჰყავს. როცა წყვილს შორის ყველაფერი რიგზეა და უცბად შორდებიან, ეს კარმის დაზიანების შედეგია.

თუ კარმის გამოსწორება გსურთ, ეცადეთ, გამოასწოროთ, თუ წარსულში რაიმე ცუდი ჩაიდინეთ. შეიძლება, ეს ვერც მოხერხდეს, სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრობლემების მიზეზთა გაანალიზებით შეძლებთ, სწორად განაგრძოთ წინსვლა და ჯანსაღი სასიყვარულო კარმის შექმნა თქვენი მომავლისთვის. გამოხატეთ გრძნობები, შეეცადეთ, მუდმივად ასიამოვნოთ პარტნიორს. არ დაიშუროთ კომპლიმენტები. იყავით კეთილი და ყურადღებიანი. ეს ყველაფერი, ხელს უწყობს კარგი კარმის მოზიდვას თქვენს ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ხშირად ისე ვართ დაკავებული საკუთარი თავით, რომ მცირედი ყურადღების გამოხატვაც კი გვავიწყდება. მომავალში კი ეს უარყოფითად აისახება ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, დასძლიოთ ის გაღიზიანება, გადალახოთ კონფლიქტური სიტუაციები და უარყოფითი ატმოსფერო, რაც ეჭვიანობის, წყენის, გარიყულობის, მიტოვების მიზეზი ხდება. არ ჩაიკეტოთ ამ დროს საკუთარ თავში, უმჯობესია, გულახდილად გაარკვიოთ სიტუაცია რჩეულთან, რადგან ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება. როდესაც ადამიანების მიმართ წყენასა და ბოღმას აგროვებთ, ეს თქვენს სასიყვარულო კარმასაც დიდ ზიანს აყენებს. ამ უარყოფით ემოციებს კი უძლიერესი ენერგია აქვს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებთ და ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებასაც დაანგრევთ და ურთიერთობებსაც ვერ გააანალიზებთ სწორად. ამ სიტუაციიდან თავის არიდება მარტივია: უბრალოდ, ისწავლეთ ადამიანების გაგება და პატიება.

ახალი არ არის, რომ დადებით და უარყოფით აზრებს მოვლენების გამოწვევის ძალა აქვს. თუ ნეგატიურად დაიტვირთებით, თქვენს ცხოვრებაში რაიმე ცუდი აუცილებლად მოხდება. მაგალითად, თუ ხშირად ფიქრობთ, რომ სასიყვარულო პარტნიორი გღალატობთ, ის აუცილებლად გიღალატებთ. ადამიანის ფიქრის რეალიზება რეალურად შესაძლებელია და ის კოსმოსიდან, სამყაროდან ბუმერანგივით გიბრუნდებათ. დადებითი მოვლენების მოსაზიდად კი, აუცილებლად დადებითად უნდა იაზროვნოთ, უარყოფით აზრებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

იცი, რას ამბობს შენზე აურის ფერი? - „ასხივებ ოპტიმიზმს, გაქვს საოცარი იუმორი და მარტივად აგვარებ რთულ პრობლემებს“

🎥 „სალომე და მე ქორწინების 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ...“ - გიორგი ცხადაძემ ახალი კლიპი გადაიღო

„მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა“ - 13-15 ივნისის ამინდის პროგნოზი

წყარო: tbiliselebi.ge