Digest Logo

რა ხდება ცაზე 12 აგვისტოს და როგორ შეგიძლიათ ამ კოსმოსური ენერგიის თქვენს სასიკეთოდ გამოყენება?

1786352727
დღის ენერგიები

თუ ბოლო დღეებში გრძნობთ, რომ ემოციები პიკზეა, იდეები თავში ელვის სისწრაფით გიელვებთ ან უბრალოდ რაღაც დიდი ცვლილების მოლოდინი გაქვთ - იცოდეთ, ეს შემთხვევითი არ არის. ასტროლოგები და ასტრონომები ერთხმად თანხმდებიან: 12 აგვისტო წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, ჯადოსნური და გარდამტეხი დღეა.

მოდით, რთული ასტრონომიული ტერმინების გარეშე, მარტივი ენით გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში ცაზე და როგორ შეგიძლიათ ამ კოსმოსური ენერგიის თქვენს სასიკეთოდ გამოყენება.

სამი კოსმოსური მოვლენა, რომლებიც 12 აგვისტოს ერთიანდება

ამ დღეს სამყარო თითქოს ერთობლივ „შოუს“ გვიწყობს, სადაც ერთდროულად რამდენიმე იშვიათი მოვლენა გადაიკვეთება:

სურვილების ასრულების ღამე (პერასეიდების პიკი)

12 აგვისტოს ღამეს დედამიწა ვარსკვლავთცვენის მაქსიმალურ პიკს გაივლის. ცაზე საათში ათეულობით „მოწყვეტილი ვარსკვლავი“ გამოჩნდება. უძველესი დროიდან მიიჩნევა, რომ ამ დროს სამყაროსთან კონტაქტი ყველაზე მარტივია — ამიტომ, ნუ გაშორებთ თვალს ცას და აუცილებლად ჩაიფიქრეთ ყველაზე სანუკვარი სურვილი.

მზისა და მერკურის „ოქროს შეხვედრა“ (Cazimi)

ასტროლოგიაში არსებობს ასეთი ცნება — Cazimi, რაც სიტყვასიტყვით „მზის გულში ყოფნას“ ნიშნავს. 12 აგვისტოს კომუნიკაციისა და გონების პლანეტა მერკური ზუსტად მზის ცენტრში ექცევა. ეს არის წუთიერი და უიშვიათესი მომენტი, როდესაც „გონება ნათდება“. მოსალოდნელია უეცარი ინსაიტები, იდეალური გამოსავლის პოვნა რთულ სიტუაციებში და ისეთი ინფორმაციის გაგება, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

ლომის ცეცხლოვანი ენერგია

ეს ყველაფერი ლომის ზოდიაქოს ნიშანში ხდება. ლომი კი არის ლიდერობა, აღიარება, სიყვარული, ბრწყინვალება და თვითრწმენა. ეს ენერგია გვეუბნება: „საკმარისია ჩრდილში დგომა, დროა გამოაჩინო შენი შესაძლებლობები!“.

წყარო: marao.ge