
ასტროლოგები ამბობენ, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული ფერის აურა აქვს და ეს განაპირობებს ხასიათის შტრიხებს. ვნახოთ, რა ფერია თქვენი აურა და რაზე მეტყველებს ის:
♈ვერძი: ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენი აურა ნაცრისფერია, ეს მიუთითებს, რომ იუმორის საოცარი გრძნობა გაქვთ, ზოგჯერ ცინიზმით გამოირჩევით. გიჭირთ გარშემო მყოფთა ნდობა.
♉კურო: თქვენი აურა ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქი, ნათელი გულის მქონე და მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც სჯერა ბედნიერი მომავლის.
♊ტყუპები: თქვენი აურა ვარდისფერია, ეს კი თქვენს მგრძნობიარე და ემოციურ ბუნებაზე მეტყველებს.
♋კირჩხიბი: თქვენი აურა ცისფერია, რაც თქვენს გულუხვობას, ინტუიციის საოცარ უნარს და სხვებისთვის დახმარების გაწევის დაუოკებელ სურვილს უსვამს ხაზს.
♋ლომი: თქვენი აურა ყავისფერია, რაც მიუთითებს, რომ უშიშარი ადამიანი ხართ, რომელსაც არ ეშინია და მუდამ წინსვლისკენაა მიმართული.
♍ქალწული: თქვენი აურა არის წითელი, რაც თქვენს დამოუკიდებელ ნატურაზე მეტყველებს, ისწრაფვით თვითგანვითარებისკენ და სრულყოფისკენ.
♎სასწორი: თქვენი აურა თეთრია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თქვენთვის უმნიშვნელოვანესია სულიერი კავშირები ადამიანებთან.
♏მორიელი: თქვენი აურა ნარინჯისფერია, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სრულყოფილი ცხოვრების მიღების სურვილი თქვენი მთავარი მამოძრავებელია.
♐მშვილდოსანი: თქვენი აურა შავია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანებისგან რაღაცები მარტივად გწყინთ და გარშემო მყოფებს ადვილად შეუძლიათ გული გატკინონ.
♑თხის რქა: თქვენი აურა მწვანეა, ეს ნიშნავს, რომ დიდი კავშირი გაქვთ ბუნებასთან, ამავდროულად, იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან გიყვართ ადამიანების დახმარება.
♒მერწყული: თქვენ ცისარტყელას აურა გაქვთ, ანუ მრავალფეროვანი და გამოირჩევით შემოქმედებითი უნარებით.
♓თევზები: თქვენი აურა იისფერია, რაც ხაზს უსვამს თქვენს მეოცნებე ბუნებას.
წყარო: regarder.ge