Digest Logo

რა საფრთხეს მოგვიტანს სავსემთვარეობა ვერძში - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1790343866
სავსემთვარეობაზე

26 სექტემბერს, 20:48-ზე, სავსემთვარეობა გველოდება ვერძის მეოთხე გრადუსში. მთვარე კლებადი იქნება 10 ოქტომბრამდე, 10-ში კი ახალმთვარეობა გველოდება სასწორში.

სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ნიშნებშია, მზე სასწორში, მთვარე კი ვერძში. ვერძი - სასწორი პარტნიორული ურთიერთობების ღერძია, სავსემთვარეობა კი (პლუს/მინუს 2-3 დღე) ემოციური, ფეთქებადი და აგრესიულია. ამიტომ, მინიმუმამდე შეამცირეთ აგრესიულობა.

სავსემთვარეობა არის დასასრულის, შედეგის მიღების პერიოდი, განსაკუთრებით იმის, რაც გაზაფხულზე, ვერძში ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყეთ.

ვერძი, სადაც გველოდება სავსემთვარეობა არის მებრძოლების, ლიდერებს, კონკურენტებთან ბრძოლის სურვილით ანთებული პიროვნებების ნიშანი, და გასაკვირი არცაა, მას ხომ მარსი და პლუტონი მართავს. სასწორი, კი არის დიპლომატიის, ჰარმონიის ნიშანი, რომელსაც სურს, სიმშვიდე სამყაროში, უსიამოვნებების მშვიდად მოგვარება და ღიმილიანი ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

ვერძის მმართველები მარსი და პლუტონი, ჰარმონიულ ასპექტებს ქმნიან სავსემთვარეობის მნათობებთან. იქნება ენერგიის მოზღვავება და აგრესიისაც, მიუხედავად მათი ჰარმონიული ასპექტებისა. ნუ გადაიტვირთებით, მოერიდეთ ემოციურ გადაღლასაც. ვერძის ერთ-ერთი მმართველი პლანეტა მარსი სავსემთვარეობაზე კირჩხიბშია და 28-ში გადავა ლომში, სადაც დარჩება 26 ნოემბრამდე და ოპოზიციას შექმნის პლუტონთან, თავად პლუტონი კი დიდი ხნით მერწყულშია. მოვლენებს ცოტას გავუსწრებ და გეტყვით, რომ ამ პერიოდში, როცა მარსი და პლუტონი ერთმანეთს დაეჯახებიან, მოერიდეთ კონფლიქტებს, აგრესიულობას, ფრთხილად საჭესთან, ბასრ, მჭრელ და აალებად ნივთიერებებთან. მარსის ლომში გადასვლაზე მოგვიანებითაც დავწერ.

მთვარის და ნეპტუნის შეერთებამ შეიძლება გაგიმძაფროთ ინტუიცია, მიიღოთ პასუხი კითხვაზე სიზმარში. შემოქმედებითი იდეებისთვის, თუმცა, ნუ გადავარდებით ილუზიებში, მოერიდეთ მათრობელა საშუალებების მიღებას. ეცადეთ ისაუბროთ ჰარმონიულად, ღიმილით და თუ ხვდებით, რომ ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი, მშვიდობიანად გაეცალეთ. საუბრის დაძაბულმა მანერამ შეიძლება კამათი და მუშტი-კრივი გამოიწვიოს. ლიდერობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება კარგია, მაგრამ ემოციებისა და რეაქციების კონტროლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. გაიაროს დაძაბულობამ და მერე წარმოადგინეთ თქვენი გამამართლებელი ფაქტები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერკური კია სასწორში, მაგრამ დაძაბული ასპექტი აქვს მარსთან.

რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, მორიელში მყოფი ვენერა (პლუტონს ეჩხუბება) ეჭვიანობითა და მანიპულაციის სურვილითაა შეპყრობილი, მოერიდეთ შხამიანობას, პარტნიორზე ფსიქოლოგიურ მანიპულაციას. ადამიანს შეიძლება მოუნდეს გამომწვევად მოქცევა, ჩაცმა. მიმართეთ თქვენი ენერგია შემოქმედებით საქმიანობაზე. თხის რქაში მყოფი ლილიტი დაძაბულობას ქმნის მზესთანაც და მთვარესთანაც. ისევ ემოციურობა უნდა აკონტროლოთ, ნუ შექმნით დრამას, ნუ ეცდებით პარტნიორების კონტროლს და ნურც საკუთარ თავს გააუბრალოებთ სხვის გამო.

განმუხტეთ რთული დღეების ენერგია სასიამოვნო საქმიანობით, მუსიკის მოსმენით, ცურვით, შემოქმედებით, ბუნებაში სეირნობით. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. აკონტროლეთ წნევა. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები და ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ემოციებს აყოლილი. ხოლო თუ საკუთარ თავთან გაქვთ კონფლიქტი, სხვა ადამიანს ნუ გაწირავთ.

ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ვერძზე და კარდინალური ჯვრის წარმომადგენლებზე: კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა; აგრეთვე მათზე, ვისაც ამ ნიშნებში, პირველ -8 გრადუსზე გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები.

ახლა კი ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სავსემთვარეობაზე.

პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:

♈️ ვერძი: სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში - წარსულში უნდა დატოვოთ ყველა შიში და წარუმატებლობა. უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც წინსვლაში, მიზნების განხორციელებაში გიშლით ხელს. უნდა დაასრულოთ ის საქმეები, რაც წელს, გაზაფხულზე დაიწყეთ ან მიიღებთ შედეგს და დაინახავთ, რა მიმართულებით უნდა გააგრძლოთ გზა მომავალში.

♉️ კურო: რაღაც უნდა დასრულდეს, ის, რაშიც იყო გაუგებრობა. შედეგი უნდა მიიღოთ იმ საქმისგან, რასაც განმარტოებით, სხვებისგან მალულად აკეთებდით. შეიძლება ურთიერთობა დაასრულოთ ზოგიერთ ადამიანთან.

♊️ ტყუპი: შეიძლება დაასრულოთ რაღაც პროექტზე მუშაობა, გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან თუ კოლექტივიდან, ვისი ინტერესებიც თქვენსას აღარ ემთხვევა. ზოგიერთმა კი შეიძლება დაასრულოთ მეგობრობა ზოგიერთთან.

♋️ კირჩხიბი: უნდა დაასრულოთ ან მიიღოთ შედეგი სამსახურში. უნდა შეგეცვალოთ სტატუსი - დაწინაურებით ან სამსახურიდან წამოსვლით, რამის შეძენით ან გაყიდვით, დაქორწინებით ან განქორწინებით.

♌️ ლომი: უნდა მიიღოთ შედეგი, საბოლოო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გამგზავრებასთან, განათლების მიღებასთან ან პედაგოგობასთან დაკავშირება. თუ ემიგრაციაში ხართ, შეიძლება გადაწყვიტოთ სამშობლოში დაბრუნება. ზოგი კი დაასრულებთ სასამართლო საქმეს, თუ ასეთი გქონდათ.

♍️ ქალწული: უნდა დაფაროთ ვალი, სესხი. შეიძლება მიიღოთ დახმარება, დაზღვევის ფული ან დახმარება სახელმწიფოსგან. გადასახადი, ალიმენტი ან ჯარიმა დროულად გადაიხადეთ; ვიცი, რომ მოწესრიგებულები და პუნქტუალურები ხართ, მაგრამ ჩემი მისიაა, რომ შეგახსენოთ.

♎️ სასწორი: რაღაც უნდა დასრულდეს თქვენი პარტნიორობის, მეგობრების, კლიენტების სფეროში. შეიძლება დაასრულოთ მუშაობა ზოგიერთ ადამიანთან, დაგისრულდეთ ხელშეკრულება. თუ სასიყვარულო ურთიერთობა უსიამოვნების მომტანი და კონფლიქტურია, წერტილი უნდა დაუსვათ. არ გირჩევთ კამათს პარტნიორთან, ან შეიძლება მისი ქმედების გამო გაგიფუჭდეთ მასთან დამოკიდებულება.

♏️ მორიელი: უნდა დაასრულოთ საქმეები სამსახურში. შეიძლება ან თავად წამოხვიდეთ სამსახურიდან, ან კოლეგა წავიდეს. თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით. თუ სახლში რემონტი გქონდათ, დაასრულებთ.

♐️ მშვილდოსანი: თუ აქამდე ფლირტი და რომანტიკა გქონდათ, შეიძლება ან დაასრულოთ, ან ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. დაასრულებთ შემოქმედებით პროექტებს ან მიიღებთ შედეგს ჰობიდან (ფულს და/ან პოპულარობას). ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ.

♑️ თხის რქა: რაღაც შედეგი უნდა მიიღოთ სახლთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, შეიძლება მიიღოთ ბინადრობის საბუთი ან თუ რემონტი გქონდათ, დაასრულოთ.

♒️ მერწყული: შეიძლება აიღოთ სერტიფიკატი, მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ავტომობილის მართვის მოწმობა ან გადაწყვიტოთ ავტომობილის გაყიდვა. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ ურთიერთობა მეზობელთან, მეგობართან. შეგეცვალოთ მარშრუტი ან სატრანსპორტო საშუალება.

♓️ თევზები: უნდა მიიღოთ შედეგი ან/და ფული ადრე შესრულებული საქმისთვის. თუმცა, შეიძლება შეგეზღუდოთ ფინანსები. ზოგიერთი უფრო გონივრულად დაიწყებთ ფულის ხარჯვას.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში დაკარგული 2 პირველკლასელი მოსწავლე იპოვეს

⭕7 ფრაზა, რომელსაც მანიპულატორი ხშირად იყენებს და რატომ ვერ ამჩნევს მსხვერპლი ამას დროულად?

⭕„უსაყვარლესი, დედიკოს ასლია...“ - ევა ბარბაქაძის ახალი ფოტოები

✕