ცხოვრებაში არაერთხელ დგება რთული პერიოდები. ასტროლოგია გვირჩევს, თუ რა სახის ქმედებებს ჯობია, მიმართოთ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ დეპრესია და ცუდი განწყობა გიტევთ.
ვერძი – უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა და სწორედ იქ უშვებს შეცდომას. მოთმინებას ვერძს ვერავინ ასწავლის, რადგან, მას ეს თვისება დაბადებიდანვე არ აქვს. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში, შეუძლია, დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს.
კურო – დეპრესია დიდხანს უგრძელდება, თუკი საწყის ეტაპზევე არ მოერია. უმჯობესია, ამ მხრივ, განტვირთვის გზად ბუნებასთან კავშირი, მცენარეების ან ქოთნის ყვავილების მოვლა გამოიყენოთ. მიწასთან კავშირი ნებისმიერი კუროს ანტიდეპრესანტია.
ტყუპები – დეპრესია იშვიათად უტევს. თუმცა, თუ მაინც დგება ცუდ ხასიათზე, მისთვის სტრესის დასაძლევი საუკეთესო გზა საინტერესო წიგნების სამყაროში ჩაძირვაა. ლიტერატურა და ტყუპის ზოდიაქო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ეს ნიშანი და დეპრესია, სამწუხაროდ, ხშირად არიან მეგობრები. თუმცა, კირჩხიბების უმეტესობა გარკვეულ სიამოვნებასაც კი პოულობს სევდასა და ქვითინში. მისთვის საუკეთესო გზა სტრესისგან გასათავისუფლებლად წყალია – ნებისმიერი ტიპის წყლის პროცედურა – კირჩხიბს გუნებას მომენტალურად გამოუკეთებს.
ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, ბევრს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რომ მათ ოდესმე დეპრესია ან უგუნებობა შეაწუხებს. თუმცა, ეს ასე არ გახლავთ. ის ყველაფერს გულით და ღრმად განიცდის. შესაბამისად, სტრესთან საბრძოლველად მისთვის საუკეთესო გზა სიყვარული, ახალი რომანტიკული გატაცება ან ფლირტია.
ქალწული – მათ ჩუმი დეპრესია ტანჯავთ. იშვიათად ახასიათებთ ემოციური გამოვლინება და ცრემლები. ქალწულისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტად შეიძლება, იქცეს ახლობლებზე ზრუნვა. ის ნებისმიერ ნეგატივს განდევნის, როცა სხვაზე ზრუნვას იწყებს.
სასწორი – პერიოდულად მათაც აწუხებთ სტრესი და დეპრესია. საუკეთესო გზა უგუნებობის დასაძლევად სახელოვნებო სფეროთი დაინტერესებაა. კარგი სპექტაკლის ნახვა, მუსიკის მოსმენა, რომანტიკულ და პოეტურ გარემოში გასეირნება სასწორს უცებ მოიყვანს ხასიათზე.
მორიელი – საკმაოდ მძაფრი და ძლიერი დეპრესიისკენ ხშირადაა მიდრეკილი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ვერასდროს ეგუება წაგებას. საუკეთესო მეთოდი დაგროვილი ნეგატივისა და სტრესის დასაძლევად ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი სახეობაა.
მშვილდოსანი – ბუნებით ოპტიმისტი და ხალისიანი ნატურაა, ზოგჯერ ზედმეტადაც კი. თუმცა, დგება პერიოდები, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ეჯახება და გარკვეული სევდა შეუტევს. ასეთ დროს მათ ბუნებასთან უნდა იკონტაქტონ.
თხის რქა – გარეგნული უშფოთველობის მიღმა საკმაოდ ემოციურ ფსიქიკას მალავს. ძალიან თავმოყვარე და პატივმოყვარეა. უგუნებობას ისინი ფიზიკური ვარჯიშით, ხანგრძლივი სეირნობითა და ხელსაქმით გაიქარვებენ.
მერწყული – ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ. თუმცა, პერიოდულად, მაინც ახასიათებს უგუნებობა. მათთვის საუკეთესო გზა განტვირთვისა და სტრესთან ბრძოლისთვის მეგობრული თავყრილობების მოწყობა და გართობაა.
თევზები – თანდაყოლილი მელანქოლიურობით ხასიათდებიან. სევდანარევი განწყობა ამ ადამიანებისთვის ნორმაც კია. თუმცა, სერიოზულ სტრესთან ბრძოლისთვის სახელოვნებო სფეროებში ჩაღრმავება შველით. ამ მხრივ, განსაკუთრებით კარგია ლიტერატურა ან ეზოტერიკა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ოქტომბერში დიდი იღბალი და წარმატება ელოდება
წყარო: tbiliselebi.ge