Digest Logo

რა საქციელით ვაცლით საკუთარ თავს ენერგიას და როგორ შეიძლება მისი უკან დაბრუნება

1725014480
ენერგია ენერგია

ენერგიის დაკარგვა ადამიანს სასიცოცხლო რესურსს ართმევს და ამას თავისი მიზეზები აქვს. რა იწვევს ენერგიის გაჟონვას და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, შეიტყობთ ამ ინტერვიუდან. ეზოტერიკოსი, ქალბატონი ნატო რ. სწორედ იმ 13 მიზეზზე გესაუბრებათ, რომელიც ასე დაუნდობლად გვაცლის ენერგიას, მისი თავიდან აცილება კი, ჩვენზეა დამოკიდებული.

- ხდება ისე, რომ, იმისდა მიუხედავად, ცხოვრების ჯანსაღ წესს იცავთ თუ არა, აშკარად გრძნობთ, დღის განმავლობაში როგორ გაკლდებათ ენერგია და საღამომდე ძალა არც ოჯახისთვის გყოფნით და არც საკუთარი თავისთვის. თუმცა, არ შეშინდეთ, ამ ფენომენის მიზეზი არსებობს და თუ საკუთარ თავს რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდებით, ჩაიწერეთ: როგორ ატარებთ დროს, რა გახარებთ, რა გწყინთ და თქვენს ჩანაწერებს მოცემულ ჩამონათვალს შეადარეთ, მიხვდებით, როგორ აღიდგინოთ ენერგია და თავსაც უკეთ იგრძნობთ.

- რა ჩამონათვალია ასეთი?

- ძირითადად, ისეთი ქმედებებია, თითქმის ყველას რომ გვახასიათებს და ვერც კი ვიაზრებთ, რაიმე ზიანი თუ შეიძლება, მოგვაყენოს. 1. ჭორაობა, ჩივილი, დაგმობა: ამ ტიპის საუბრებით სასიცოცხლო ენერგია გაკლდებათ - გრძნობთ დაღლილობასა და სიცარიელეს. ამიტომ, ტოქსიკური ურთიერთობა შეცვალეთ - კონსტრუქციულით. წუწუნის ნაცვლად, იფიქრეთ პრობლემის მოგვარებაზე, თორემ მხოლოდ მასზე კონცენტრირება, მასშტაბებს უფრო ზრდის. 2 - სხვის საქმეებსა თუ ნეგატიურ მოვლენებში ჩართვა: დაუცველი პირადი სივრცე და არახელსაყრელი შინაგანი მდგომარეობა გავლენას ახდენს ემოციებზე და უარყოფითად მოქმედებს თქვენს ენერგეტიკულ რესურსზე. გაჭირვებულთა თანაგრძნობა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ სხვის პრობლემებში ჩართვა და მასთან ერთად ტანჯვა, არ არის თანაგრძნობა. თუ ყველა დაიტანჯა, ეს დაავადებულს რამეს გაუადვილებს? ამ დროს შინაგანი ბალანსი და მთელი ძალების დასახმარებლად მობილიზება, გაცილებით სასარგებლოა. ისწავლეთ საკუთარი შინაგანი სივრცის დაცვა და მთლიანად ნუ ჩაეფლობით სხვის მწუხარებაში. 3 - ფოკუსირება პრობლემაზე: ამ დროს განუწყვეტლივ ერთსა და იმავე სიტუაციას უტრიალებთ. იხსენებთ, ვინ და რა თქვა, თქვენ რა უპასუხეთ, როგორ უნდა გეპასუხათ, რატომ არ მოიქეცით ასე და რა მოხდება ახლა. ეს გონებრივი „საღეჭი რეზინი“ გფიტავთ და ძალას გაცლით, უფრო გიმძაფრებთ წუხილს. ამიტომ, გადაერთეთ მისი გადაჭრის შესაძლებლობებზე. თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, ის პრობლემა აღარ არის. 4 - წინააღმდეგობა: ნებისმიერ წინააღმდეგობას დიდი ენერგია სჭირდება. მაგალითად, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოთ, მაგრამ არ გინდათ, ეწინააღმდეგებით. დროს უმნიშვნელო საქმეებზე კარგავთ, მნიშვნელოვანი კი - შეუსრულებელი გრჩებათ. წინააღმდეგობა შინაგანი კონფლიქტია, თქვენი რომელიღაც ნაწილი ეწინააღმდეგება თქვენს გადაწყვეტილებას - შეეცადეთ, გაიგოთ რატომ.

- ამის გაანალიზება ხომ არც ისე იოლია?

- ამიტომ აირჩიეთ ის, რაც ჭკუაში დაგიჯდებათ - ამას გვასწავლის მე-5 განმარტება. აზროვნების გრძელ პროცესზე უამრავი ენერგია იხარჯება, თან, თუ უკონტროლოცაა, რა თქმა უნდა, გონების ასეთი გაუთავებელი „ჭიდილი“ დაგღლით. ასე რომ, აკონტროლეთ თქვენი აზრები, მართალია, ვერ შეაჩერებთ, მაგრამ შეგიძლიათ, აირჩიოთ და შეინახოთ მხოლოდ ის, რაც გაგაბედნიერებთ, უფრო პროდუქტიულს გაგხდით და წინსვლისკენ გიბიძგებთ. 6 - უარყოფითი ემოციების დიდი ხნით შეკავება: რადგან უარყოფითი ემოციები სხვებს თავს არ უნდა მოახვიო, ხშირად გულში ვიკლავთ. გარეგნულად, პრობლემა მოგვარებულია, ადამიანი მშვიდადაა და რაც მთავარია, წესიერად იქცევა. მოძებნეთ დადებითი და უარყოფით ემოციებისგან გათავისუფლების ეკოლოგიური გზა. თქვენ ამის უფლება გაქვთ. 7 - ყოფნა ბრბოში, განსაკუთრებით, თუ ის ნეგატიური განწყობისაა: უმეტესობას სხვისი განწყობის შეგრძნება შეუძლია, განსაკუთრებით, თუ ის უხასიათოდაა. როცა ასეთი ხალხი ბევრია (რალიზე, ფეხბურთის მატჩზე), შეიძლება ენერგიულმა ქაოსმა დამღუპველად იმოქმედოს. თუ ამისთვის მზად არ ხართ და ენერგეტიკული დაცვის ტექნიკას არ ფლობთ, თავის ტკივილი და ფიზიკური სისუსტე კარგა ხანს შეიძლება გაგყვეთ. 8 - ურთიერთობა მგლოვიარე, მსხვერპლ, მანიპულატორ ადამიანებთან: ზოგთან თავს კომფორტულად გრძნობ, ზოგი კი საშინლად გღლის. შესაბამისად, აირჩიეთ, ვის და რატომ უნდა დაუკავშირდეთ. თუ ირგვლივ ასეთი ბევრია, მინიმუმამდე შეამცირეთ მათთან ურთიერთობა, ისწავლეთ საუბრის მართვა და შეუმჩნევლად გადაიყვანეთ ის ნეიტრალურ ფაზაში. 9. წყენა, პრეტენზია, იმედგაცრუება: განაწყენებული ადამიანის ცნობიერების უმეტესი ნაწილი დაკავებულია შეურაცხყოფით, იმედგაცრუებითა და აღშფოთებით. განმეორებით განიცდის, იტანჯება და ხშირად ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირებას ვეღარ ახერხებს, ეცემა მისი შრომისუნარიანობისა და ენერგიის დონე. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაზოგოთ ენერგია, იპოვით ძალას, სხვას წყენაც აპატიოთ, პრეტენზიებსაც შეეშვათ და საკუთარ თავშიც გაერკვეთ. 10. დაუმთავრებელი ურთიერთობები წარსულში და ღირებულებათა გაუფასურება თქვენს ენერგიას აწმყოს აშორებს და მიზნების ნაცვლად, ყურადღებას წარსულზე ამახვილებინებს. იპოვეთ ძალა საკუთარ თავში, დატოვეთ წარსული წარსულში... გადადგით პირველი ნაბიჯი და მოაგვარეთ საქმე იმ ადამიანთან. ამით უდიდეს ენერგიას დაიბრუნებთ და ღირებული მიზნებისკენ მიმართავთ.

- ამისთვის ხომ აუცილებლად უნდა გქონდეს მიზნები...

- მე-11 განმარტება სწორედ ამას გვირჩევს: ვიფიქროთ საკუთარ საქმეზე: თუ მიზნები და პრიორიტეტები არ გაქვს, ადვილად მანიპულირებადი ხარ, გამუდმებით იცვლი აზრს, ათას წვრილმანს მიედ-მოედები, სხვის საქმეებსა და პასუხისმგებლობებზე ფიქრობ, საკუთარი კი გაუკეთებელი გრჩება, რადგან ამისთვის ძალა აღარ გაქვს. 12 - ტელევიზორი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები არა მხოლოდ დროის, თქვენი ენერგიის ნამდვილი ქურდიცაა, თუ არ იცით, როდის გაჩერდეთ და საქმეს მიხედოთ, მისთვის გამოყავით განსაზღვრული დრო, დანარჩენი კი საქმეს მოახმარეთ. 13 - ჩხუბი, ხანგრძლივი კონფლიქტი, სიძულვილი და ბრაზი არა მხოლოდ ენერგიას გართმევთ, შინაგანადაც განადგურებთ, რაც მომავალში ჯანმრთელობის დაკარგვით (განსაკუთრებით ქალებს) გემუქრებათ. თქვენი ძალა სიმშვიდესა და მიმღებლობაშია. ვინც მიდის, ის კი არ არის ძლიერი, არამედ ის, ვინც რჩება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ავარია ქობულეთში - მანქანა დედა-შვილს დაეჯახა, დედა გარდაიცვალა

როგორ მიულოცა თიკა ჯამბურიამ ყოფილ დედამთილს დაბადების დღე

🎥 „მთვარე გადადის ლომის ზოდიაქოში, იქნება ჰარმონიული ასპექტები ურანთან და ნეპტუნთან“ - 30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

წყარო: tbiliselebi.ge